გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება – სწორედ 25 ივლისს ისარგებლებს საბოლოო სიტყვით ბრალდებული ექიმი-რეანიმატოლოგი, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ექიმი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ახობაძე ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში კი დღეს “ნარკოტიკების ჩადების” საწინაღმდეგო საპროტესტო წარწერები გაჩნდა.
“არა ჩადებას – თავისუფლება გიორგი ახობაძეს, ანტონ ჩეჩინს, თედო აბრამოვს, ნიკა კაციას” – წერია წარწერებზე.
კომენტარები