“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე ჩავიდა, ამბობს, რომ ამ მკვლელობის თანამონაწილე ბიძინა ივანიშვილია.
ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს მომხდართან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნისკენ მოუწოდებს.
ერთადერთი ქვეყანა ვართ დედამიწის ზურგზე, სადაც ადამიანი თავის მამულში წინაპართა საფლავზე, დედა ეკლესიაში სანთლის დანთების გამო შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს. თანამონაწილე ამ მკვლელობის ბიძინა ივანიშვილია, რადგან როგორც კი მოვიდა პუტინის მოთხოვნით გამოიყვანა სპეციალური რაზმები, შეიარაღებული ძალები და პოლიცია დაპირისპირების ზონიდან. მანამდე არც არავის კლავდნენ, არც არავის იტაცებდნენ და არც ეს უბედურებები ხდებოდა, ეშინოდათ საპასუხო ტყვიის. მე ვთხოვ აშშ-ს, საფრანგეთის, ბრიტანეთის მთავრობებს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, სასწრაფოდ მოიწვიონ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, დაგონ რუსეთის მორიგი აგრესიული ქმედება და გენოციდი, რომელსაც ის ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე და დაუშვან საქართველოში საერთაშორისო მშვიდობის მყოფელები.
ტვპირველი
კომენტარები