• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გინესის რეკორდებში ვართ შესატანი პროსტატის ჯირკვლებს მასაჟებით და საშოების გამორეცხვებით” – ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:44 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,930

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

“არაერთხელ დამიწერია საქართველოში მედიკამენტების არასაჭირო და ჭარბი გამოყენების შესახებ და ამ თემაზე კიდევ ერთხელ აზრის გამოთქმა არასოდეს მეზარება.
მართლაც არნახული რაოდენობით მედიკამენტებს მოიხმარენ ადამიანები.
პაციენტთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით არის მრავალწამლიანობის მსხვერპლი, არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მქონე ადამიანები. ზოგჯერ თვითმკურნალობა ხდება მეზობლების და მეგობრების რჩევით („მეც ზუსტად ეგეთი გამონადენი მოვირჩინე ამ წამლებით“) და სრულიად გაურკვევლად, იმის მიუხედავად, რა გამონადენია, რა იწვევს, ხდება ამ გამოცდილების საშიში კოპირება.
ხშირად ამის მიზეზი ის არის, რომ გენიტალური სისტემის სიმპტომები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ადამიანებს დიდხანს აწუხებთ და გარკვეული უხერხულობის გამო თავს არიდებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ურჩევნიათ მეგობრის რჩევას დაუჯერონ. ეს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება თინეიჯერებში, რომლებიც მშობლებს არ უმხელენ და თვითონ ცდილობენ გარკვევას, სად მივიდნენ და ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი „სპეციალისტების“ ხელშიც ვარდებიან, სადაც უამრავი არასაჭირო კვლევა და ათობით მედიკამენტი ენიშნებათ.
ასეთი „გაწვალებული“ პაციენტების ხელში ზოგჯერ იმსიგრძე დანიშნულებაა ხოლმე, რომ თვალებს ვერ ვუჯერებ, ზოგჯერ საერთოდ დიაგნოზთან კავშირში არმყოფი წამლებით.
ჯერ კიდევ პოპულარულია ისეთი კვლევები, რომლებიც ცივილურ ქვეყნებში აღარ გამოიყენება. ასევე, მანიპულაციები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში ვერსად ნახავთ (რაც ჩვენთან პროსტატის ჯირკვლებს მასაჟები უკეთდება და საშოებს გამორეცხვები, გინესის რეკორდებში ვართ შესატანი ამ სრულიად გაუგებარი პროცედურების რაოდენობით).
ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, რომ გარდა ძირითადი მედიკამენტებისა, უამრავ „მისაყოლებელ“, ე.წ. „დამცავ“ წამალს მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად სრულიად უსარგებლოდ და ისედაც საოცარი რაოდენობით მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს ამ „დამცავების“ გვერდითი მოვლენებიც ემატება.
არ ვიცი ამას ვისი მისამართით ვწერ, ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ასეთ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს, მაგრამ პაციენტებსაც ჭირდებათ შეხსენება, რომ თვითმკურნალობას ნუ ეწევიან და ექიმებისგანაც გაუთავებლად ნუ მოითხოვენ სხვადასხვა არასაჭირო წამლების დანიშვნას, მათ შორის „დამცავების“.
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved