• რეკლამა
  • კონტაქტი
08:59, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…” – რა შეემთხვა ქართველ ექიმს გერმანიაში? – “ე.წ. VIP პაციენტთან დამიძახეს”

ალია ავტორი - ალია
13:50 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,813

შტუტგარდის კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნინო ნაცვალაძე:

“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…
რამდენიმე დღის წინ ე.წ. VIP პაციენტთან დამიძახეს. ძალიან სიმპატიური, ათლეტური აღნაგობის , ტიპიური გერმანული გარეგნობის, შუახნის მამაკაცი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. გავეცანი… საბუთებს დავხედე… როგორც ველოდი, მაღალი რანგის დაზღვევა ჰქონდა.
რეგიონალური ანესთეზია უნდა გამეკეთებინა, რომლის დროსაც პაციენტს არ სძინავს, კონტაქტურია და მხოლოდ საოპერაციო უბნის გაუტკივარება ხდება. პროცედურის დროს, ჩემთვის ტრადიციული შეკითხვის დროც მოვიდა, “იტალიური თუ ესპანური გარეგნობის ექიმი, მისთვის უცხო აქცენტით, რომელი ქვეყნიდან ვიყავი” ?! ქართველი ვარ მეთქი- ვუპასუხე და საქმე გავაგრძელე.
უცებ დადუმდა, თავი წამოწია, ხელი შემოიდო თავქვეშ და დაკვირვებულად დაიწყო ჩემი დათვალიერება … სიჩუმეც შემაწუხებელი იყო და დაკვირვებული მზერაც, ჩემს ყოველ მოძრაობაზე… თავი უხერხულად ვიგრძენი… თუმცა, არც ის მავიწყდებოდა, რომ ვიღაც განსაკუთრებული რანგის პაციენტი იყო, საგანგებოდ დამიძახეს და “კლასი “ უნდა მეჩვენებინა … არადა, თავში მერეოდა ფიქრები, ნეტა რა არ ესიამოვნა, ან ჩემი ქართული წარმომავლობით რაიმე უსიამოვნო ფაქტი ხომ არ გავახსენე- მეთქი?! საკმაოდ დავიძაბე.
ამასობაში ერთი ნერვული წნულის ბლოკადას მოვრჩი და მეორეზე გადასვლას რომ ვაპირებდი , დაკვირვებული მზერა გავარღვიე და ვეუბნები: ერთი ნაწილი ანესთეზიის დასრულებულია და ეხლა მეორეს დავიწყებ. იმედია არ გეტკინათ და აწეც თუ რაიმეს იგრძნობთ , არ მოგერიდოთ, დროულად მითხარით. პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია, “თქვენგან ტკივილსაც მოვითმენ”! …. მოკლედ, ამ უხერხულ მდგომარეობაში დავასრულე ჩემი საქმე. სანამ გამოვემშვიდობებოდი და კოლეგას ჩავაბარებდი პაციენტს, შევეკითხე – მე მგონი, რაღაც გაქვთ სათქმელი ?! მადლობა გადამიხადა და ასეთი რამ მითხრა: მე გერმანიის არმიის ფედერალურ შტაბში მნიშვნელოვანი თანამდებობა მიჭირავს … ბოდიში მინდა მოგიხადოთ, როგორც ერთმა გერმანელმა ჩინოვნიკმა , რომ 2008 წელს არ დავეხმარეთ თქვენს ქვეყანას… არ დავიჯერეთ , რომ თქვენთან ის ხდებოდა, რაც დღეს უკრაინაში ხდება… ყველას შეცდომის შედეგია, რასაც ახლა ვიმკით… ჩვენ გვეძინა! ბოდიში მინდა ქართველს მოგიხადოთ და ახლა უკვე მადლობა! …გაოგნებულმა, დასტურის ნიშნად, თავი რამოდენიმეჯერ დავუკარი… დანარჩენი ჩემს პირბადიან სახეზე და თვალებში ალბათ ამოიკითხა… არ ვიცი , რა გაიგეს ჩემს გვერდით მდგომმა ასისტენტებმა, გაოცებული რომ უსმენდნენ ჩვენს საუბარს…
P.S. დიახ, ცივილურმა მსოფლიომ გააკეთა დასკვნები! ამიტომ ეს გულწრფელი ბოდიში, მარტო მე კი არა, ყველა ქართველს და მთელ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ არამც და არამც იმ “ორჯონიკიძეებს “ , ქვეყანას რომ ძირს უთხრიან, რუსეთისკენ მიათრევენ და ლავროვებისგან მადლობებს ღებულობენ !”
თეგები: ნინო ნაცვალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved