• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გინახავთ სეპარატისტული ძალები საქართველოს შუაგულში რა ტერიტორიებს ითხოვენ? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 09-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,481
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
გინახავთ რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალები საქართველოს შუაგულში რა ტერიტორიებს ითხოვენ?
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინდაუხედავი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ფონზე სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა და 2008 წლის აგრესიის სამხედრო დამნაშავე ედუარდ კოკოითიმ თრუსოს ხეობა მოითხოვა, სტეფანწმინდის სიახლოვეს, თუმცა ადრეულ განცხადებებში უშუალოდ სტეფანწმინდასაც და მცხეთამდე ტერიტორიებსაც კი ითხოვდა.
ამავე სეპარატისტების მიერ თრუსოს ხეობის გარდა, წარსულში რამდენჯერმე გაჟღერდა მოთხოვნა გორის, ძამას ხეობის, ბორჯომ-ბაკურიანი-ტაბაწყურის მონაკვეთისა და რაჭის ნაწილის ნაწილზეც.
არც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბაზირებული სეპარატისტების წარსული განცხადებებია დასავიწყებელი. “ისტორიულ სამართლიანობაზე” მოსაუბრენი სოციალურ ქსელებში აღნიშნავდნენ, რომ აფხაზეთის ისტორიული დედაქალაქი ქუთაისი იყო და მოვა დრო და აუცილებლად დავიბრუნებთ მასო.
საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში რომ დაადანაშაულებ ნიშნავს, რომ იმ საკუთარ ტერიტორიას შენად არ აღიარებ, რადგან შენს ტერიტორიაზე ვერანაირ თავდასხმით ომს ვერ დაიწყებ, თავდაცვითი ომი კი არათუ სახელმწიფოს უფლება, არამედ მოვალეობაც კია.
ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კი ოკუპაციასა და სეპარატიზმის ლეგიტიმაციის მცდელობაა. სეპარატიზმსა და ოკუპაციას კი მადა მზარდი აქვს და ხან რომელ ტერიტორიებზე უჩნდებათ პრეტენზია და ხან რომელზე.
ცხადია რუსეთის ორგანიზებულ სეპარატიზმსა და საოკუპაციო მანქანას არც არაფრის განხორციელების თავი და საშუალება არ აქვს, მაგრამ სითამამე და ეს ცინიზმი არის აღსანიშნი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს ურტყამს და დამარცხებული საზოგადოების სინდრომს აღვივებს.
May be a graphic of map and text

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved