• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გილოცავთ ყველა წესიერ ადამიანს – ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდით” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
04:06 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35,910

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

“ეს ხელშეკრულება ნათლად მიუთითებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგული იქნება იმ სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინას ხანგრძლივ პერსპექტივაში.
და ვაცხადებ ნათლად, რომ ვერცერთი სახელმწიფო და ვერცერთი ინდივიდი, რომლებიც აფინანსებდნენ და ხელს უწყობდნენ რუსული სამხედრო მანქანის მოქმედებას, მონაწილეობას და გამორჩენას ვერ მიიღებენ უკრაინის აღმშენებლობითი პროცესიდან“
(სკოტ ბესენტი, ამერიკის ფინანსთა მინისტრი, წყარო: CNN)
—————–
სულ ცოტა ხნის წინ უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეკრულებას.
უკრაინული მხარის განცხადებით: – „ამერიკა პირდაპირ ფინანსურ კონტრიბუციას“ განახორციელებს ამ ფონდში და ამასთანავე „ახალ სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს“ მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემის სახით.
გილოცავთ ყველა წესიერ ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ლოგიკამ გაიმარჯვა.
ბატონი ბესენტი მართლაც უძლიერესი ფინანსისტი და პოლიტიკოსია. მან ჯერ კიდევ 100 დღის წინ განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უკრაინისათვის და რომ უკრაინა საბოლოოდ აუცილებლად მოაწერდა მას ხელს. საბედნიეროდ, და როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის პათოლოგიურმა სიჯიუტემ გადაფარა უკრაინის ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული ტაქტიკური შეცდომები; ამასთან, ამერიკული მხარე უდიდესი მოთმინებითა და კეთილგანწყობით მოეპყრო უკრაინელთა ინტერესებს და მიუხედავად ემოციებით გაპირობებული ვერბალური შეხლა-შემოხლისა, განუხრელად ერთგული დარჩა უკრაინელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების მიმართ.
ამრიგად, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდით.
სულ მალე ბატონი ბესენტის ტარიფებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებიც გამართლდება. მართალია, ჩინეთი ძალიან „მაგარი ბიჭის“ როლს თამაშობს, მაგრამ მისმა ეკონომიკამ უკვე მიიღო გამანადგურებელი დარტყმა. ამერიკამ კი მეგობარ ქვეყნებთან და მოკავშირეებთან უკვე დაალაგა ფინანსური სიტუაცია და 6 ტრილიონამდე დოლარის ინვესტიციები უკვე გარანტირებულად მოიპოვა.
რაც შეეხება ბატონი ბესენტის ციტატის იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის აღმშენებლობით პროცესში ჩართვას ეხება, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წისქვილზე „წყლის დასხმისათვის“ უკვე სანქცირებულები არიან „ქართული ოცნების“ შემქმნელიც და უმაღლესი პარტიული პირებიც. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მონაწილეობას ვერ მიიღებს თავის სამეზობლოში ჩატარებულ გიგანტურ ფინანსურ ოპერაციაში, რასაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მრავალმილიარდიანი შემოსავალი შეიძლება მოეტანა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს რეალობა კარგად უნდა გაიაზრონ ქართული ბიზნესის მესვეურებმა და საერთოდ ყველამ, ვისაც ურყევ არგუმენტად „ოცნების“ მიერ მოტანილი „მშვიდობა“ აკერია პირზე.
დაფიქრდით! იცოდეთ ვის უჭერთ მხარს. მოგეკითხებათ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved