• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიკრძალავთ მათ ზიარებას!” – რომელი პარტიის წევრების ზიარება აუკრძალა მღვდლებს მეუფე სპირიდონმა?

ალია ავტორი - ალია
18:13 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

სხალთის მიტროპოლიტმა სპირიდონმა მღვდლებს “კატეგორიულად” აუკრძალა იმ პოლიტიკოსების ზიარება, რომლებმაც ლგბტქი უფლებების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მეუფე სპირიდონი:

“მე, ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ უკვე შეიძლება მერე მაგისი ზიარება. აქ ხართ სამღვდელოება და ამას კატეგორიულად გიკრძალავთ.

ესენი ყველა ეშმაკის მრევლია. ვინც მათ თაყვანს სცემს, ვინც მათ იდეოლოგიას გაიზიარებს, სამწუხაროდ, რაც გააკეთა იმ 15 პარტიამ, ისინი ნათელს ვერ იხილავენ ვერასოდეს ღვთისას. საელჩოები გასაგებია, ეს ის ქვეყნებია, სადაც ანტიქრისტეს ტახტი უკვე დადგმულია. ისინი ჯოჯოხეთში მიდიან თუ არ შეინანეს. რა თქმა უნდა, მათი ზიარება არ შეიძლება. იმიტომ რომ ჰომოსექსუალიზმი ფაქტობრივად რელიგიაა დღეს, სატანის რელიგიაა და მათი მხარდამჭერები არიან სატანის მხარდამჭერები”

პოლიტიკურმა პარტიებმა ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას 16 მაისს მოაწერეს ხელი. 

ხელმომწერებს შორისაა: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი – მეტი თავისუფლება, კანონი და სამართალი, პროგრესი და თავისუფლება, დროა, სამართლიანობისთვის, თავისუფალი დემოკრატები, რეფორმერი, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო.

შეთანხმებას არ აქვს მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ხელმოწერა.

თეგები: მეუფე სპირიდონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved