• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგი უგულავა – დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება

ალია ავტორი - ალია
16:51 05-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელიწადში შედის სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ 30 წელიწადი როგორც ვიცხოვრეთ, პოლიტიკური ცხოვრება და შესაბამისად, საზოგადოებრივი ცხოვრება ასეთი აღარ იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საარჩევნო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

უგულავას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია და იწყება ტრანსფორმაციების დიდი ეპოქა.

„იქნება მრავალპარტიული სისტემა და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანა ზუსტად არის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და ამ სისტემამ სიკეთე, გამდიდრება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს გარანტირებული არ არის, აგერ ხედავთ, მაჟორიტარები იმუქრებიან, რომ 10 წელი გავა და ისევ მაჟორიტარებს დაუბრუნდებითო, თუ იქნება ქაოსი და კორუფცია, ბუნებრივია, გაიზრდება მოთხოვნილება ისევ „ძლიერ ხელზე“. ჩვენ ძალიან ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, არსებითად, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, რაც ნიშნავს დაპირისპირებულების შეთანხმებას, რაც გამორიცხავს ერთამენთში თავში აგურის ჩარტყმას, გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე და გამორიცხავს სასამართლოს შენი ნება-სურვილით გამოყენებას. ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება“, – განაცხადა უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, საზოგადოებამ იცხოვროს, პირველ რიგში ეკონომიკაა მისახედი.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე პრობლემებს ველი მე და ობიექტურად რომ ვთქვა, ჩვენი პარტიის „ევროპული საქართველოს“ პროგრამა რეალურად ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამაა იმიტომ, რომ სხვა დანარჩენი ძირითადად სოციალური პროგრამებია. ზოგი ვარგა, ზოგი არ ვარგა, მაგრამ სოციალური ცეცხლის ჩაქრობით, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, დამწვარი სახლი ხანძრის ჩაქრობით ვერ აღდგება და ეკონომიკა ამ წუთას არის დამწვარი სახლივით და მას სჭირდება ახალი ცემენტი, ახალი აგური, ახალი პროექტი დ ახალი იდეა, შესაბამისად ამას ეს ხელისუფლება ვეღარ გააკეთებს“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved