• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიგას კეზერაშვილმა თავისი დაცვა მიამაგრა, მალევე ჩაიხსნა… ახლა ეს კაცი ზურა ჯაფარიძეს დაყვება” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:56 07-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

ძალიან სასაცილო პროცესი მიდის.
პოლიტიკურ სპექტრად წოდებულ ხარახოზუმთან ხომ ბევრი საერთო და წესიერი ნაცნობი მყავს.
მათგან ზოგიერთს გულით უნდოდა, რომ ოპოზიცია გაგვეპატიოსნებინა და გული დაწყდათ, რომ არ გამოდის.
ამიტომ, სერიოზულად მიწყებენ ლაპარაკს იმაზე, ვინ, ვისზე, სად, რა თქვა და იმან რომ ის თქვა, მერე მე ხომ ეს ვთქვი და მერე იმან რომ ჩემზე თქვა, კი მაგრამ… მოდი დავივიწყოთ წყენააააა…
(რა უბადრუკი მსჯელობაც ესმით, იმეორებენ)
მეგობრებო, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ ვიძახი:
არ გამაჩნია არანაირი, საერთოდ არანაირი წყენა.
ჩემს თავზე მე თვითონ მაქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა, ჩემი ნაკლიც სხვაზე უკეთ ვიცი და უპირატესობაც და ჩემი ლანძღვა ცალ ყურშიც არ შემდის, არათუ ვიმახსოვრებ …
ამ საქმეში მე მეგობრების შესაძენად არ შემოვსულვარ.
მეგობრები მყავს საკმარისზე მეტი, ძალიან მიყვარს ისინი და გული მწყდება რომ მეტი დრო არ მრჩება მათთან ურთიერთობისთვის.
არც პარტნიორობას ვსაზღვრავ იმით, ჩემზე ვინ რა ილაპარაკა.
ამ საქმეში ჩემს თავზე დიდი მიზნისთვის ვარ!
პარტნიორებსაც ამ მიზანთან სწორებით ვარჩევ!
მე მინდა რომ თავისუფალი, ევროპული რესპუბლიკის იდეა დავიცვა მახინჯებისგან.
ამისთვის ვმუშაობ, ვწერთ სისტემურ რეფორმებს,
• ვსახავთ გზებს როგორ უზრუნველვყოთ თავისუფლების, სამართლიანობის და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო
• მაინტერესებს პოლიტიკური სისტემები, როგორ მოვაწყოთ ეს სისტემა ისე, რომ დემოკრატიული ცვლილებების მექანიზმი გაიმართოს და შეუფერხებლად იმუშაოს
• როგორ გააკეთოს ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი!
• როგორ ამოვათრიოთ ქვეყანა სიღატაკიდან!
• როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ….
ეს მაინტერესებს და ამიტომ ვარ ამ საქმეში.
ცალ ფეხზე მკიდია რომელიღაც „ზაკაულკის“ ბოლოში გვარამიამ ჩემზე რა თქვა, არასოდეს ყოფილა ჩემზე ვიღაც ხალხის აზრები ჩემთვის მნიშვნელოვანი.
მე ეს უბრალოდ არ მანაღვლებს.
არ მანაღვლებს ვინ რას ფიქრობს, ან იძახის ჩემზე.
მე მანაღვლებს სისტემა…
მე მტრად ვთვლი ყველას ვინც ემსახურება სისტემას, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფალ არჩევანს უზღუდავს.
მე მტრად ვთვლი ყველას, ვინც ტყუილებით და თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვით ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას
მე მტრად თვლი ყველას, ვინც პიროვნების კულტს ემსახურება და ასეთ სისტემას ახალისებს
მე მტრად ვთვლი ყველას ვინც ცხადად და ნათლად ვერ ემიჯნება ოლიგარქიულ სიმახინჯეს და ივანიშვილის მახინჯი სისტემის სანაცვლოდ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს კეზერაშვილის ოლიგარქიული სიმახინჯისთვის წირავს.
თუ პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს ვერჩი, ვერჩი იმიტომ რომ სისტემურ სიმახინჯეს, პიროვნების კულტს, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას, ამომრჩევლისთვის არჩევანის წართმევას ემსახურება.
შანსს ყველას ვაძლევ, რომ ამ სისტემის სამსახური შეწყვიტოს, მაგალითად – გახსნას ტელევიზია კონკურენტებისთვის და ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს, მკაფიოდ გაემიჯნოს ოლიგარქიულ, პიროვნების კულტზე დაფუძნებულ ბოროტებას…
თუ ამას ვერ აკეთებ, დილა საღამოს რომ დითირამბები მიმღერო, ჩემგან ვერაფერს ეღირსები გარდა ნგრევისა.
კიდევ ერთხელ, არ არსებობს ომში წავიდე იმ ხალხთან ერთად, რომელიც დღემდე ვერ მიხვდა რომ მე მათი პერსონები ცალ ფეხზე მკიდია (თვითონ ვერ იკიდებენ საკუთარ გასიებულ თავებს, არ გააჩნიათ საკუთარ თავზე დიდი მიზანი და ამიტომ ვერ იგებენ).
არ მაინტერესებს ხალხი, რომელიც დღემდე ვერ მიხვდა, რომ ჩემს თავზე დიდი მიზანი მაქვს და ამ მიზანთან ვასწორებ ისრებს – მკიდია ჩემზე ვინ რა ილაპარაკეთ, ეს ჩემზე არანაირ გავლენას არ ახდენს, წარბსაც არ მიტოკებს – ჰაჰა გავერთო და დაგცინოთ.
მე მაინტერესებს ის სისტემები რასაც თქვენ ემსახურებით და განჯღრევთ და განგრევთ იქამდე, სანამ არ ჩამოგანგრევთ.
დავამატებ იმასაც, რომ ჩვენ მზად ვიყავით ერთობისთვის თუ ოლიგარქიულ ინტერესებს გაემიჯნებოდნენ პარტნიორები, მაგრამ ეს ერთობა ჩაშალა ოლიგარქიულმა ინტერესებმა – არათუ გაემიჯნენ, არამედ კეზერაშვილის ემისრები უპირობოდ მიიღეს და პიროვნების კულტზე და ჩრდილოვან ინტერესებზე დაფუძნებულ სისტემას თავდაუსხმელობა გამოუცხადეს.
P.S. კორცხელის შემდეგ (მგონი 2015 წელს), გიგას კეზერაშვილმა თავისი დაცვა მიამაგრა და რამდენიმე თვე ეს კაცი გიგას დაყვებოდა, მალევე ჩაიხსნა, დაცვა დისკომფორტს უქმნის.
ახლა ეს კაცი ზურა ჯაფარიძეს დაყვება და გირჩის მხარდამჭერები ხელებს მისავსავებენ, რა შუაშია კეზერაშვილი და ოლიგარქიაო, რავი, თქვენზე მეტს ვხედავ ძმებო და იმ შუაშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved