ალტ–ინფოს ერთ–ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია:
ძალიან საინტერესო გამოდგა გადაცემა “უცნობის კიდობანი”. ალბათ არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ზურამ ეს დებატები პირწმინდად მოიგო! მაგრამ ბოლომდე სამართლიანი მინდა ვიყო და უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაბედა და ალტ-ინფოს ლიდერებიდან მოიწვია ზურა! რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ესეც დასაფასებელია! ეს ნაწილობრივ ამტკიცებს იმას, რომ გიას მაინც გააჩნია თავისი ავტონომიურობა, არ იღებს “ჟოსტკი” დირექტივებს და არ ზის “პოსტ ტვ”-ის, “იმედის” და “რუსთავი 2” -ის მსგავსად “ქართული ოცნების” ცენზურაში! ასეა თუ ისე, გია გაჩეჩილაძემ ის გააკეთა, რასაც “ოცნების” ვერც ერთი ტელევიზია არც და ვერც გაბედავს!!!
კომენტარები