• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გია ბარამიძე არც ამ ხუთეულშია და კიდევ ხუთმა რომ დატოვოს პარლამენტი, არც მაშინ მოუწევს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:09 04-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,868

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

არ ვაპირებდი ამ კომენტარზე პასუხის გაცემას, რომ არა მისი ავტორი გია ბარამიძე. რა კრიტიკული შენიშვნაც გამოვთქი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, სწორედ რომ გია ბარამიძის და სხვა ამ პარტიისათვის მართლაც რომ თავდაბული ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. არ იქნება მოგვარებული ეს საკითხი-მომავალ პარლამენტში გია ბარამიძე კი არ იქნება, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, გიაზე ნაკლებად იმსახურებენ ამას.
ავხსენი პარტიიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი რაც შეიძლება დელიკატური ფორმით და დახურულად ჩავთვალე ეს თემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ჩავარდა, გაღიზიანებულმა გამოვთქვი ჩემი “დამატებითი” აზრი.
ისევ რომ დავუბრუნდეთ საათქმელს-ამ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა 36 კაცი, აქედან ოცამდე არ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. ესეც დასაშვებია, თუ გარედან კვალიფიციური, საპარლამენტო მუშაობისათვის გამოსადეგი ადამიანების მოზიდვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. რატომ არ მოხვდა საპარლამენტო სიაში გია ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, მურთაზ ზოდელავა, ზურაბ მელიქიშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც დღე და ღამეს ათენებდნენ პარტიაში და ფიზიკურადაც კი უწევდათ მისი დაცვა (სათავო ოფისის შტურმი გაიხსენეთ). ხუთმა კაცმა პარლამენტი რომ დატოვა და ვერცერთი საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეგვიქმნია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანი მოპყრობის შესახებ, ნაწილობრივ ამ ხალხის პასუხისმგებლობაცაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ ხუთის ნაცვლად წესით ახალი ხუთი უნდა შემოსულიყო. გადახედეთ სიას-ხუთივე გამოცდილი ადამიანია რიგში, რომლებიც პარლამენტს გააძლიერებდა. რატომ ვერ შემოდიან? ამაზე დიდი სისულელე გინახავთ, რომ საკუთარი საპარლამენტო სია გააუქმო? ამ კომიკურ ბოიკოტობანას თამაშზე არაფერს ვამბობ. სხვათა შორის, გია ბარამიძე არც ამ ხუთეულშია და კიდევ ხუთმა რომ დატოვოს პარლამენტი, ზემოთ ნახსენებ პირთა უმეტესობას არც მაშინ მოუწევს.
ნაციონალურ მოძრაობას რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიამ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო.
და ბოლოს, გიას ვურჩევ, ეს პოსტი შეინახოს, მომავალ პარლამენტში სიის ფორმირებისას შეიძლება გამოადგეს. რაღაც დეჟავიუს შეგრძნება მაქვს.
იმათ გასაგონად კი ვიტყვი, ვინც შემოკომენტარდება ხოლმე და მიაწერს-მაშინ რატომ არ ამბობდიიიით! ვამბობდი და თანაც როგორ. პარტიაში რაც ითქმება ყველაფერი გარეთ არ გამოდის. ამას პარტიული დისციპლინა ჰქვია. როცა თმენის რესურსი ამოიწურება, მაშინ უკვე გამოსავალს სხვა გზაში პოულობ. ასეთია პარტიული ცხოვრება.
ნაციონალურ მოძრაობას კი ვუსურვებ კრიზისის დაძლევას და არჩევნებისთვის კარგად მომზადებას, რადგან მათი წარმატების გარეშე ეს რეჟიმი ვერ იცვლება ანუ კოალიციური ხელისუფლება ვერ იქმნება.
კითხვებს და კომენტარებს აზრი არა აქვს. ჩათვალეთ, რომ საკითხი ამოწურულია. იმაზე მეტი ვთქვი, რაც ცოცხალ პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ითქვას. ასეთ რამეებს მემუარებში წერენ. ჩემს მემუარებში იხილეთ მერვე ტომში:))
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved