• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი

ალია ავტორი - ალია
13:21 06-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი
Facebook-ზე გაზიარება
227

National Geographic საქართველოსა და სილქნეტის ერთობლივი შემეცნებითი შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად საჯარო ლექცია აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ გამართა. თემამ — „ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი – ინოვაციები ადრეულ მიწათმოქმედებაში: უახლესი მონაცემები საქართველოდან“ — სასტუმრო „ტელეგრაფში“ 300-მდე სტუმარი შეკრიბა.

ლექცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, National Geographic Magazine საქართველოსა და კომპანია სილქნეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი – სილქ ჰოსფითალითი.

საჯარო ლექცია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უახლესი მულტიდისციპლინური კვლევების შედეგებს დაეთმო. კვლევების თანახმად, საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000–5800 წლებში, ანუ დაახლოებით 8000 წლის წინ აყენებდნენ. შედეგად, საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ აღიარეს.

ამავე ჟურნალში 2026 წლის 27 აპრილს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ — „An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“ — დაადასტურა, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღემდე დოკუმენტურად დადასტურებული ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ორივე საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე იყო. პროექტებში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, დანიისა და ისრაელის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

დავით ლორთქიფანიძემ დამსწრე საზოგადოებას ქვემო ქართლში — გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე — განხორციელებული აღმოჩენების შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე საქართველო დღეს ღვინისა და პურის კულტურის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად აღიარეს.

„ეს არქეოლოგიური ძეგლები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აქ დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი რბილი ხორბლისა და ამავე პერიოდის ღვინის კვალი. ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რამდენად პროგრესულები იყვნენ ჩვენი წინაპრები — ისინი პირველ მიწათმოქმედთა შორის იყვნენ და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ, როგორი იყო ცხოვრება 8 000 წლის წინ,“ — აღნიშნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა.

ლექციის ფარგლებში დავით ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ამ აღმოჩენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე — როგორც საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების, ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე.

ჟურნალი National Geographic საქართველო სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიის ხელშეწყობით ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივა, რომელიც ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. შემეცნებითი შეხვედრების სერია კი ახალი იდეებისა და კვლევების გაზიარების სივრცეს ქმნის. საჯარო ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომია სილქნეტის ვიდეოთეკაში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved