• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღმერთმა არ დაგაჭირვოთ საავადმყოფო, მაგრამ ასეთი ყურადღება იშვიათია – კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი მომღერალი

ალია ავტორი - ალია
13:31 04-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსითქართველი მომღერლებიც დაინფიცირდნენ.

ისინი რესტორან “ვინოტელის” თანამშრომლები არიან და საზოგადოება მათ ტრიო “კელაპტარის” სახელით იცნობს.

ტრიოს ორი წევრი ანა ბაჯიაშვილი და ლია ხუნწარია ახლა მკურნალობენ, ხოლო მათი ჯგუფის მესამე წევრი, რომელიც ლია ხუნწარიას ვაჟია, თვითიზოლაციაშია და საბედნიეროდ კორონავირუსის სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.

“პრაიმტაიმი” მომღერალს დაუკავშირდა, რომელიც მერვე საავადმყოფოში მკურნალობს. ვინაობის დასახელების სურვილი თავად გამოთქვა.

– ქალბატონო ლია, პირველ რიგში გკითხავთ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ორი კვირაა კლინიკაში ვწევარ და 2-3 დღეა დამეწყო გაუმჯობესება. ეს ყველაფერი ექიმების და კლინიკის პერსონალის დამსახურებაა.

ღმერთმა არ დაგაჭირვოთ საავადმყოფო, მაგრამ ასეთი ყურადღება იშვიათია.

ოთახში ყველა შემოსვლა სიხარულის მომტანია, მამხნევებენ, ვერც გადმოვცემ ისეთი მადლობელი ვარ. თავადაც ამხელა საფრთხეში იგდებენ თავს, თუმცა ამას მათგან ვერ იგრძნობთ.

– თქვენ 40-ის სუფრაზე იყავით მიწვეული?

– არანაირ სუფრაზე არ ვყოფილვართ. ჩვენ ვმუშაობთ იმ რესტორანში, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო 9-დან 10 საათამდე. არ არის გამორიცხული სულ სხვა გარემოში დავინფიცირდით და ეს მეორე შემთხვევას დაემთხვა. მოშორებით ვიჯექით და ვმუშაობდით. შეხება არავისთან არ გვქონია.

– როგორია ტრიოს დანარჩენი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ერთ-ერთი ჩემთან ერთად მკურნალობს. მესამე წევრი კი ჩემი შვილია, კარანტინში იყო და ღვთის წყალობით, ჯერჯერობით არანაირი ნიშნები არ გამოვლენილა. ჩემს მეუღლესაც არანაირი ნიშნები არ გამოუვლინდა. კარგად არიან.

– რა ჩივილებით დაგეწყოთ?

– დამეწყო 19 რიცხვში შემცივნებით, სიცხით… მეორე თუ მესამე დღეს მითხრეს თანამშრომლებმა იქნებ სასწრაფო გამოიძახოო, მაგრამ რატომღაც ისიც მითხრეს, არავინ მოვაო. მეოთხე დღეს წავედი ოჯახის ექიმთან, მაგრამ სიცხე აღარ მქონდა. ფილტვებშიც არაფერი მქონდა. როცა სახლში დავბრუნდი, მომცა მაღალი სიცხე, გამოვიძახე სასწრაფო, გამიკეთეს გამოკვლევა და კორონავირუსი დამიდასტურდა.

– რომელ დღეს გრძნობდით თავს განსაკუთრებით მძიმედ?

– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ჩემი თანამშრომელს მსუბუქად გადააქვს, მე უფრო მძიმედ ვიყავი. ცოტა გამიჭირდა მე, არ ვიცი დაგვიანების ბრალია თუ ასაკის. კარგად გაციებული როგორც გრძნობს თავს ისე ვიყავი. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, მადლობა უნიჭიერეს, თავდადებულ ექიმებს. მე მათთვის ვლოცულობ. ხალხს ვურჩევ ფრთხილად იყვნენ, ატარონ პირბადე და არავის ჩაეხუტონ.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved