ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:
სახელმწიფო ინტერესების ღალატის კიდევ ერთი მაგალითი: ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან მართული ანტისომხური კამპანია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ძირგამომთხრელი და ეთნიკური შუღლის მაპროვოცირებელი ქმედებაა, რისთვისაც აუცილებად უნდა აგოთ პასუხი. როგორც ჩანს, სომხეთის ბოლო ხანებში ევროკავშირისკენ ორიენტირებული პოლიტიკაც ყელზე გადგათ თქვენი რუსი პატრონების მსგავსად. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჯავახეთში რამე პროვოკაციას არ გეგმავდეთ!!!
კომენტარები