• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბული გადასახადი მდიდრებისთვის – “ეს მოდელი მთლიანად მდიდრების ინტერესებზეა მორგებული” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:49 10-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

უნგრეთი მდიდრებისთვის ქონების გადასახადის გაზრდას გეგმავს. ვისაც 3 მილიონ დოლარზე მეტი აქტივები აქვს (მათ შორის, უძრავი ქონებაც), გადაიხდის მისი ღირებულების 1 პროცენტს, ხოლო ვისაც 308 მილიონ დოლარზე მეტი აქვს -1,5 პროცენტს. ეს ეხება პირს და არა ოჯახს ერთად. იქ ოჯახის წევრების შემოსავალი არ იკრიბება.
რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? ამაზე მძიმე გადასახადი უკვე მოქმედებს ჩვენთან, ოღონდ დაბალშემოსავლიანებისთვის-უძრავი ქონების 0,8-1 პროცენტს იხდის ყველა, ვისი ოჯახის ჯამური შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია, ანუ დაახლოებით 38 ათასი დოლარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახში სამ წევრს აქვს შემოსავალი, საშუალოდ, 12 700 დოლარი წელიწადში, ანუ დაახლოებით 1060 დოლარი თვეში, ის იხდის იმდენს, რამდენსაც უნგრელი დოლარში მილიონერი მომავალში გადაიხდის.
თუ აქტივები (მათ შორის, უძრავი ქონება) 308 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, უნგრეთში გადასახადის განაკვეთი 1,5 პროცენტი იქნება. ჩვენთან კი დღეს ნებისმიერი სახის შპს-სთვის ქონების გადასახადი 1 პროცენტია.
კარგად გამოჩნდა, თუ რატომ დააწესა მხოლოდ მოჭრილი 100 ათასი ლარის ზღვარი „ქართულმა ოცნებამ“ და არ მოახდინა შემოსავლების დიფერენცირება. მაგალითად, 100-იდან 500 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირი ერთი განაკვეთით დაებეგრა, ხოლო უფრო მაღალი შემოსავლის მქონე-განსხვავებული განაკვეთით.
ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ საპარლამენტო მილიონერებიც ისე დაბეგრილიყვნენ, როგორც ჩვენი სტანდარტით საშუალოშემოსავლიანი ადამიანები.
პარლამენტში თქვეს, რომ ეს დროებითია და მთავრობა ახალ კანონპროექტზე მუშაობსო. თუ ეს ესტონური მოდელია, ის მთლიანად მდიდრების ინტერესებზეა მორგებული-ქონება კი არ იბეგრება, არამედ ის მიწა, რომელზეც იგი დგას.
თუ გაქვს ეზო და ქოხი, გადაიხდი იმდენს, რამდენსაც იმავე ფართობის მიწაზე მდგომი ცათამბჯენი გადაიხდიდა. რადგან ღარიბი ბევრს ვერ გადაიხდის „ჰუმანური“ მოსაზრებით გადასახადი მცირე იქნება, მაგრამ იგივე პრინციპი გავრცელდება ასჯერ და უფრო მეტი ღირებულების მქონე ქონებაზეც.
პარლამენტში ყველა კანონი ვიღაცის ინტერესებზეა მორგებული. მთავარი “ვიღაცა” ვინ არის, ეს კი ვიცით

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved