• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს განცხრომის უფლებას.. ღარიბაშვილის საათების წარმომავლობაც დასადგენია – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
17:56 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი ისედაც არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს განცხრომის უფლებას, მაგრამ მას ქვეყანა პირად საკუთრებად მიაჩნდა – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამდენი ხანი თავს ვიკავებდი, მეცოდებოდა… უბრალოდ, ამ კორუფციით გამდიდრებული ქალის უნამუსობასა და უსირცხვილობას საზღვარი არ აქვს! არ ჩერდება და არც არავინ ეუბნება არაფერს! ეს არ არის ნერვიულობის შედეგად ნათქვამი ფრაზები, ეს მიზანმიმართული ბოროტებაა!ქ-ნო გიული, თქვენი ვაჟი, რომელიც ვერ გაზარდეთ, რომელსაც ღირსების ნატამალიც ვერ ჩაუნერგეთ, სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ ვაცლავ ჰაველისთვის მისატან თაიგულზე არ ხარჯავდა.თქვენი შვილი სახელმწიფოს ხარჯებით საერთაშორისო რანგისა და ბასრი კბილების მქონე კურტიზანებს ქირაობდა! თქვენი შვილი სახელმწიფო ფულით ქალაქის მერის ჭარბწონიანობას ებრძოდა! თქვენი შვილი უბრალოდ თმას კი არ ივარცხნიდა ( მე შვიდი ლარი მიჯდება “ლინდაში”, ფიქრის გორაზე თმის მოწესრიგება), ბიუჯეტიდან 90 000 დოლარს ხარჯავდა პარიკმახერთან ვიზიტზე და ასი ათასზე მეტს მზარეულის მოსაწვევად.თქვენი შვილი თქვენს შვილიშვილს სწავლას ჩვენი ფულით უფინანსებდა! ამის გამო, ალბათ, არავინ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას. ამ კითხვის დასმა, ალბათ, პატარა ბიჭის ფსიქოლოგიას ავნებს!თან ამ ყველაფერს უკანონოდ ასაიდუმლოებდა, რათა შემოწმების, კონტროლის საშუალებაც კი არ ჰქონოდა არავის. ასაიდუმლოებდა, რათა ბოლომდე, უმუხრუჭოდ, შეზღუდვების გარეშე ეხარჯა ქვეყნის ბიუჯეტი.ეს ქვეყნის ძარცვაა! ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი ისედაც არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს განცხრომის უფლებას, მაგრამ მას ქვეყანა პირად საკუთრებად მიაჩნდა. თქვენიანებს დღემდე ზეკაცად მიაჩნიათ სააკაშვილი და ფიქრობენ, რომ მას ყველაფრის უფლება ჰქონდა და აქვს! ერთი დანაშაული მაინც აღიარეთ, სახელმწიფო ბიუჯეტით ბოზებში სიარული მაინც მოინანიეთ! პარდონ!P.S. ღარიბაშვილის საათების წარმომავლობაც დასადგენია, რა ფულით შეიძინა და თუ მასთანაც უკანონობა გამოვლინდა, ისიც დავიჭიროთ! დიახ!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved