“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თქვა:
შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რომელი უფრო მეტ ხალხის ფულს მოიპარავს და რომელი უფრო მეტად გამდიდრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვინახავს როგორ გამდიდრდა არა მარტო ის, არამედ მისი ოჯახის წარმომადგენლები და არც მალავენ, უკვე აღიარებენ რომ მილიონებს ფლობენ. ღარიბაშვილზე უნდა დაიწყოს გამოძიება, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს, და ამიტომ საპარლამენტო მანდატი და საპარლამენტო ტრიბუნა გამოყენებულ უნდა იქნას იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთოთ, გამოვააშკარაოთ ის ფაქტები, რომელ ფაქტებზეც უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა საგამოძიებო ჟურნალისტი.
კომენტარები