• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანია “სერპანტინმა” ბიუჯეტიდან 120 მილიონის შესყიდვები მიიღო – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
15:58 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ფოტო – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს “სერპანტინს”, 2012-2021 წლებში ბიუჯედიტან 120 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვები გაუფორმეს.

ფლანგვის დეტექტორი:

შპს სერპანტინის მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც ამავდროულად ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

კომპანია 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში 2011 წლიდან დაიწყო მონაწილეობა და მომდევნო 10 წელში 113 მილიონი ლარის ტენდერი მიიღო, ხოლო 6 მილიონზე მეტი – პირდაპირი შესყიდვით.

165 ტენდერიდან კომპანიამ 74 უკონკურენტოდ მოიგო, 16 კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? პატიოსნად მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, თუ “ქართულ-ჯიგრულ პონტში”?

შპს სერპანტინი 2000 წელს დაარსებული კომპანიაა. შპს სერპანტინს თავდაპირველად სამი მესაკუთრე ჰყავდა: ვახტანგ ჩიკვაიძე, ნიკოლოზ კობეშავიძე და ვლადიმერ ჩიკვაიძე. წლების განმავლობაში, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იცვლებოდნენ მესაკუთრეებიც. საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრეებს შორის ჩნდება თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც დღემდე მესაკუთრეთა რიგებში რჩება. საჯარო რეესტრის ბოლო, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, შპს სერპანტინის წილები ორ მესაკუთრეს შორის ნაწილდება, 69%-იანი წილის მესაკუთრე თამარ ჯანყარაშვილია, ხოლო 31% ნუგზარ ხუცაიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამჟამად ზურაბ ფეიქრიშვილი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შპს სერპანტინის ერთ-ერთი მეწილე თამარ ჯანყარაშვილი ქართულ ოცნებასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირია. ერთი მხრივ, ის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო, მეორე მხრივ, ის ამავდროულად ირაკლის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაც არის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის 31%-იანი წილის მესაკუთრე, ნუგზარ ხუცაიძე მმართველი პარტიის შემომწირველია, მან 2016 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შეწირა.

ირაკლი ღარიბაშვილის კლანი და ნათესავების საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევები მრავალჯერ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ, მათ შორის, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვაზე ღარიბაშვილმა განცხადა, რომ მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის.

ასევე აღსანიშნავია კომპანიის მიერ ტენდერებში აქტიურად მონაწილეობის დაწყების თარიღი, ისევე როგორც ტენდერების შესწავლისას გამოკვეთილი ტენდენციები. მიუხედავად იმისა რომ კომპანია 2000 წელს დაფუძნდა, ტენდერში მონაწილეობას 2011 წლიდან იღებს. ამავე წელს ტენდერებიდან 3,696,374 ლარი მიიღო, ხოლო ქართული ონების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წელსვე, თანხები 6,520,426 ლარამდე გაიზარდა და 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ტენდერების შედეგად მიღებული აქვს 112, 946,525 ლარი. გამარტივებული წესით კი სახელმწიფოს ორგანოებმა შპს სერპანტინთან ხელშეკრულებების გაფორმება 2012 წლიდან დაიწყეს და დღემდე შპს სერპანტინს ამ გზით 6,327,216 ლარი აქვს მიღებული.

მოგებული 165 ტენდერიდან 74 შემთხვევაში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 16 შემთხვევაში ტენდერიდან ყველა იმ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, რომლებმაც უფრო დაბალი შეთავაზება განახორციელეს. შესაბამისად 16 შემთხვევაში კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა. მხოლოდ 74 შემთხვევა ფიქსირდება როდესაც კომპანიამ დაბალი შეთავაზების გამო გაიმარჯვა ტენდერში, თუმცა აქაც რამდენიმე ისეთი შემთხვევაა, როდესაც კონკურენტთან შედარებით შპს სერპანტინმა 1 ლარით დაბალი შეთავაზება განახორციელა და შედეგად ლარის სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია ტენდერების ტერიტორიული გადანაწილება, უმრავლეს შემთხვევაში კომპანია კახეთის მასშტაბით იგებს ტენდერებს, ჯამში კახეთში მოგებული აქვს 90 ტენდერი.

მხოლოდ მიმდინარე, 2021 წელს, კომპანიამ ტენდერებიდან 8 ტენდერში გაიმარჯვა, რის შედეგადაც 4,498,840 მიიღო. აღსანიშნავია, რომ 4 შემთხვევაში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 2 შემთხვევაში ტენდერიდან დაბალი ფასის შეთავაზების მქონე მონაწილეების დისკვალიფიკაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა აღნიშნული კომპანიისა და შესაძლო კორუფციული რისკის არსებობის შესახებ.

წყარო:

შესყიდვები 2021 წელი https://bit.ly/3hHRpBm

შესყიდვების ანალიზი https://bit.ly/3aLOILD

ფლანგვის დეტექტორის კვლევა https://bit.ly/36yZSAm

საჯარო რეესტრის ამონაწერი 2021 წელი https://bit.ly/3B7Pldi

შემოწირულობა https://bit.ly/3rbomJc

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved