• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ღარიბაშვილს უნდა ამოეღო ხმა და გაებედა იმდენი, რამდენიც გაბედა ირაკლი ოქრუაშვილმა“ – კახა კუკავა

ალია ავტორი - ალია
21:46 02-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,219

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს:

„ღარიბაშვილს რასაც უკეთებენ ღირსია, იმიტომ რომ თავს თუ დაუხრი ამ რეჟიმს, ასე გადაგივლიან თავზე. უნდა ამოეღო ხმა და გაებედა იმდენი, რამდენიც გაბედა ირაკლი ოქრუაშვილმა. სხვანაირად, ახლა რომ 5 წელიწადს მოგისჯით და ჩუმად იყავი, რა თქმა უნდა, ღირსია იმის, რასაც იღებს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ  ხელისუფლების მთავარი პრო არის ფინანსურ ოლიგარქული სისტემა, ივანიშვილს არ აქვს სენტიმენტები არცერთი საგარეო ვექტორის მიმართ, მას აქვს სენტიმენტები მხოლოდ ფინანსური ნაკადების მიმართ. ვიცით, რომ არსებობდა ფულის განაწილების არაფორმალური სისტემა, მოვიდა ახალი კლანი და ვიდრე მიქაუტაძეს დააპატიმრებდნენ, ან რიჟვაძის ინციდენტი მოხდებოდა, ორი კვირით ადრე ქალაქში ციფრები სახელდებოდა, ვის რამდენს სთხოვდნენ, ახლაც იგივე ხდება. აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება ის განხილვები, რომლებიც მიმდინარეობს ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციაში,  იმ განხილვებისგან, რომლებიც რუსულ კრიმინალურ დრამებში გვინახავს, – განაცხადა კუკავამ.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც გენერალური პროკურორი მთელ “ოცნებას“ პარლამენტს და მთავრობას წაუყენებს ბრალს, რასაც ჰქვია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

არსებობს შავი სალარო, რიჟვაძეს, მიქაუტაძეს, ღარიბაშვილს სთხოვენ ფულის დაბრუნებას, ახლა უკვე შეიძლება დავითაშვილსაც, შავ სალაროში. არცერთ მათგან ბრალი არ აქვს იმაზე წარდგენილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიტაცეს ფული. ღარიბაშვილს რა ბრალიც წაუყენეს, სამართლებრივად საერთოდ კომედიაა, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის კანონი ითვალისწინებს სანქციას 500 ლარის ოდენობით. ვხვდებით ძალიან კარგად, რომ არსებობს შავი სალარო, ე.წ. ობშიაკი, რომელშიც ყველა სამინისტრომ, ყველა გუბრენატორმა, მსხვილმა ბიზნესმა უნდა შეიტანოს ფული,  ახლა კობახიძე დაჯდა და ანგარიშობს, რომ ამ სამინსიტროდან რომ უნდა სემოსულიყო 100 მილიონი, შემოვიდა 30 და დანარჩენი 70 მოიტანონ, – განაცხადა კუკავამ.

თეგები: კახა კუკავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved