• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:27 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

,,პატროიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ ქსელებში, არც მედიაში არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად. თუ რამის თქმა მინდა, საჯაროდ ვსაუბრობ ყველა თემაზე და ვსაუბრობ ჩემი სახელით. ეს კი, კამპანია არ არის, ეს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლებაა!

მეორე- კობახიძეს ჩვენ კი არ დავუპირისპირდით, კობახიძე დაგვიპირისპირდა ჩვენ! და ეს დაიწყო 10 წლის წინ! ანუ 10 წელია გვებრძვის! წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა და უამრავ ტყუილს მივრცელებდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა ღარიბაშვილთან ვითომ მეგობრობდა. ცხადია, მეც ვპასუხობდი, ოღონდ- საჯაროდ და არა ზურგსუკან, როგორც თავად სჩვევია. კობახიძე (ზოგადად) ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა: შენ ხარ მისი კონკურენტი,
თუ არა, მთავარია, მან აღგიქვათ კონკურენტად და მაშინ ცილისწამებას და ცრუ დაბეზღებას ვერ გაექცევით. ამგვარად, კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია. არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო იმგვარად, რა ფორმებითაც ეს ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა! ანუ ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან.
თუ კი ვინმემ ავნო ამ ქვეყანას, თუ კი ვინმემ ავნო “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეა და არა მე, ან დიტო ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა და ეს წესით, დღეს ყველას ესმის. ახლა, როგორც ყოველთვის, კობახიძე ისევ ცდილობს ისრების სხვებზე გადამისამართებას.
ახლა, როცა ყველაფერი გააფუჭა, ივანიშვილს უმტკიცებს: მე- არა, მე- არა, ღარიბაშვილმა, ინაშვილმა და სხვებმა გააფუჭესო. ისე, ინაშვილისნაირების ბრძოლის შედეგად, ბევრმა უბიოგრაფიომ და ბუჩქებში დამალულმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება… ამ დღეებში კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. მივყვეთ მოვლენებს.“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved