პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, წერილში, რომლითაც ტელეკომპანია “იმედს” პასუხობს და ადანაშაულებს დაკვეთით, კერძოდ კი, ირაკლი კობახიძის მითითებით შესრულებულ ცილისწამებაში, ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზეც საუბრობს და წერს:
ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არც გვქონია და არც გვაქვს! ჩვენ მის ადვოკატებთანაც კი ვერ მოვახერხეთ კომუნიკაცია. არადა, არაფერი გვჭირდებოდა. უბრალოდ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული ანუ ღარიბაშვილმა უნდა წეროს იმაზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას.
“იმედი“ ცილს მწამებს და ეს კობახიძის მითითებით კეთდება” – ირმა ინაშვილი











კომენტარები