• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილის განადგურება ის ვიზუალური ფაქტია, რომლის შემდეგაც იგი არასდროს გამოდგება ამერიკელებისათვის მისაღებ პირად და წყაროდ” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:11 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,972

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

რა გავიგეთ ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით? ის, რომ ივანიშვილი მის დაჭერას არ აპირებს, საპროცესოთი გამოუშვებს. სანამ საქმე მიმდინარეობს და ეს შეიძლება წლების განმავლობაში გაიწელოს, საზღვარგარეთ ვერ გავა.
რა მიზანი ამოძრავებდა ივანიშვილს? დასჯა და მორალური განადგურება პირისა, რომელმაც განრიდება მოინდომა სანქციების და სხვა გარემოებათა შიშით, რომელსაც რატომღაც არ ერჩის ამერიკა და ევროკავშირი და რომელიც ერთ დროს შეიძლება მოწმე გამოდგეს მის წინააღლმდეგ.
განა ივანიშვილმა არ იცოდა, რომ მას მრავალმილიონიანი ბიზნესები ჰქონდა( კორუფციას რომ თავი დავანებოთ)? მან ყველაზე ყველაფერი იცის. ღარიბაშვილის განადგურება და მისი სახლიდან 6,5 მილიონი ნაღდი დოლარის ამოღება არის ის მატერიალური და ვიზუალური ფაქტი, რომლის შემდეგაც იგი არასდროს გამოდგება ამერიკელებისათვის მისაღებ პირად და წყაროდ.
რაც შეეხება ლილუაშვილს, აქ კიდე უფრო მეტად მოქმედებს კვირიკაშვილის სინდრომი-მომენტალურად მოიშორა თავიდან, როგორც კი კვირიკაშვილი ამერიკელებისათვის სანდო პირად იქცა. ლილუაშვილმა ყველაზე მეტი იცის ივანიშვილის შესახებ, მათ შორის მისი რუსული კავშირების შესახებ. მისი განეიტრალებაც იგივე მიზნით ხდება, რაც ღარიბაშვილთან დაკავშირებით. მასაც არ დაიჭერს, მითუმეტეს, როცა მის მიმართ ბრალი ჯერჯერობით მხოლოდ მისი ნათესავის დაკავებაა, რომელსაც ლეგალური სამშენებლო ბიზნესი გააჩნია და მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსების ნივთმტკიცებად ტელეეთრებში მოხმობა სულაც არ აძლიერებს გამოძიების პოზიციას.
რომანოვად გადაკეთებული ფარცხალაძის განკულაკებას, რომლის უკანაც რუსეთი დგას და რაც არც თუ ისე ადვილი საქმეა, რაღაც მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მის წინააღმდეგ საქმის დაწყება რუსეთთანაც იქნება შეთანხმებული.
გარდა პირადი მოტივებისა, ამ ანტიკორუფციულ კამპანიაში და შიდა რეპრესიებში ივანიშვილს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტივი ამოძრავებს-შიშის სინდრომის დანერგვა საკუთარ კლანში და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლად თავის წარმოჩენა ხალხის თვალში. 13 წლის შემდეგ რომ გახსენდება სამართლიანობა, ამას იდეური ქოციც კი არა ჭამს. მათ რიგებშიც დიდი ბზარი გაჩნდა.
ერთ რამეში ყველა დარწმუნდა, მათ შორის “ოცნების” მოტყუებული მომხრეებიც, რომ ქვეყანა უმოწყალოდ იძარცვება და თუ ეკონომიკა იზრდება, ესეც უკრაინელების სისხლზე დაფუძნებული ზრდაა და მის შედეგს “ქართული ოცნების” კლანი ირგებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved