„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის“
ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა: „რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. ჩვენ მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს“.
კომენტარები