• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილი გაიწირა – ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია” – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
22:49 10-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,584

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკაზე საუბრისას, ტვ პირველთან, ამბობს:

როდესაც ხდება ასეთი საპროცესო, უკვე საგამოძიებო ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩხრეკა არ არის ცალკე, ავტონომიური, დამოპოუკიდებელი მოქმედება, ჩხრეკა არის საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ გამოძიების ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილბებისთვის არის საჭირო ჩხრეკის ცატარება. თან ეს არ არის ჩვეულებრივი ჩხრეკა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრის სახლში ტარდება ასეთი საგამოძიებო მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წინ უძღვის მთელი რიგი მოქმედებები და ამ ჩხრეკის შემდგომ ასევე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები.

როდესაც მკითხეთ, ველოდებოდი თუ არა მე ღარიბაშვილის დაკავებას? – გითხარით, რომ ეს არჩევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ ეს საკმაოდ დრამატული სია, თუ გეგმა “ოცნებას” ჰქონდა… რა თქმა უნდა, უთუოდ არჩევნებამდე ამას ელექტორალური შედეგი, გავლენა ექნებოდა. იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ელექტორალური მხარდაჭერა “ოცნების” წილ ამომრჩეველში გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ ყველა პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში, მით უფრო კობახიძესთან. 

მინდა ვუთხრა “ოცნების” იმ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ… ჯერ კიდევ რომ რაღაცას ებღაუჭებიან, ეს ხავსზე უარესი რამ არის, მე მათ მინდა ვუთხრა ის რასაც მე ვამბობდი 2018 წელს და შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილება მივიღე წამოსვლის თაობაზე, ეს იმათთვის ვისაც დღემდე ჰგონია რომ ვინმემ გამომიშვა, მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვერავინ გამომიშვებდა, მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო გზა მარცხისკენ, საქართველოს საზიანოდ მიმართული პროცესი. 7 წელი ხდება და ახლა მაინც უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპები რომლის პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც სხვა როლი ჰქონდა ივანიშვილისთვის, თუ მათთვის ვინც იქ არიან, დღეს მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც, რომელთა როლი კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო ცუდია და კიდევ უფრო ნეგატიურია… ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved