• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილი და მისი ცოლი არადეკლარირებული, ძვირადღირებული საათებით

ალია ავტორი - ალია
14:36 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს დაახლოებით 36 000 ლარიანი, მის ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს კი დაახლოებით 18 000 ლარიანი საათები ეკეთათ. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ნივთები პრემიერს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ფოტო მასალა Facebook-ზე საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა. ფოტოებზე ორივე მათგანის მაჯის საათები მკაფიოდ ჩანს.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პრემიერმინისტრს უკეთია IWC-ს ბრენდის საათი, მოდელი პორტოფინო (PORTOFINO AUTOMATIC). საქართველოში ამ ბრენდს იცნობენ როგორც შაფჰაუზენს და მისი საბაზრო ღირებულება დღეს, დაახლოებით, 36 ათასი ლარია. საათი მექანიკურია, ავტომატური მომართვით, დამზადებულია 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. ამ მოდელის მთავარი ღირსება საათის უკანა მხარეს ოქროზე გრავირებული ქალაქ პორტოფინოს ნავსადგურია. პრემიერ ღარიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციებში ამ ორი მაჯის საათიდან არც ერთი არა აქვს მითითებული.

რატომ მალავს პრემიერი საათებს დეკლარაციაში უცნობია. “რადიო თავისუფლება” ამბობს, რომ კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას 28 მაისს მიმართეს, პასუხი არც წერილზე არც ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე არ მიუღიათ. 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved