• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:58 09-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,933

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,კარმა ოხერი რამაა

როცა მე ტყვედ ჩავვარდი, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ციხეში დაცვის შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ინსპექტორის სამსახურის სახით, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის სახით, რომელსაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კრებდა.

როდესაც რუსთავიდან გლდანში გადამიყვანეს, ჩემთვის სახელდახელოდ 5 დღეში აშენებულ „საავადმყოფოში“ და გადაყვანისას და შემდეგ დღეებში მირტყეს, კრიმინალთა მწკრივში გამატარეს. საკანში მუდმივ ტერორს მიწყობდნენ, თოლორაიას სამსახური ჩაერია, გამოაგზავნა კომპეტენტური გამომძიებლები, რომელთაც ჩემი სხეულის დაზიანებები დაადოკუმენტირეს, შემოხეული ტანსაცმელი ამოიღეს, ჩვენებები ჩაწერს და ამით შექმნეს უტყუარი მტკიცებულებები წამების და არაადამიანური მოპყრობის.

ამ ამბიდან ერთ კვირაში, ღარიბაშვილის ბრძანებით შეიცვალა კანონი, თოლორაიას სამსახური გააუქმეს, მტკიცებულებები გააქრეს. გაუქმებიდან სულ ცოტა ხანში მომწამლეს და ამის გამომძიებელი არავინ იყო. სამაგიეროდ ნინო ლომჯარიამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და შექმნა დამოუკიდებელი კონსილიუმი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. შეიყვანა მასში თვალსაჩინო, წესიერი ქართველი ექიმები. კონსილიუმმა ატეხა განგაში, აწარმოა საჯარო კამპანია და მათი ზეწოლის ქვეშ, ციხიდან კლინიკაში გადამიყვანეს.

ციხეში ევროკავშირის მოთხოვნით შემოუშვეს პოლონელი ექიმები და გასვლისას მათ წაართვეს ჩემი ფრჩხილის და თმის ნიმუშები. სწორედ ღარიბაშვილის ბრძანებით რათა სიმართლე მოწამვლაზე არ გაეტანათ. მალე ნინო ლომჯარიას ვადა გაუვიდა და ღარიბაშვილის ინიციატივით მის ნაცვლად დანიშნეს ლევან იოსელიანი, რომელმაც სამედიცინო კონსილიუმი სულ სხვა კადრებით დააკომპლექტა.

ასე, რომ ღარიბაშვილს ცუდად რომ მოექცევიან, სწორედ მისი ქმედებების წყალობით ამის გამომძიებელი არავინ იქნება. რომ მოწამლონ, რისიც მას ისტერიულად ეშინია, ამის დამდასტურებელიც აღარავინ იქნება. ის კი არა, სწორედ ღარიბაშვილმა გააუქმა ჩემს გამო ციხეში ქართველი და უცხოელი პარლამენტარების შემოსვლა და შესაბამისად მასთანაც მათ არავინ გაუშვებს და როცა აშკარად ცუდად იქნება, მისი ყოფილი კოლეგები, მას სიმულაციაში დაადანაშაულებენ.

ამას სრული სურათისთვის დაუმატეთ, რომ სწორედ ჩემს გამო აკრძალა ღარიბაშვილმა ციხეში საკვები ამანათების შემოტანა (ახლა მხოლოდ თვეში 2-ჯერ არის შესაძლებელი) და შესაბამისად მასაც უხდება ციხის უსაზიზღრესი საკვებით დაკმაყოფილება.

ღარიბაშვილი ისევეა თავისი შექმნილი სისტემის მსხვერპლი, როგორც იაგოდა, ეჟოვი და ბერია გახდნენ მათი აშენებული რეპრესიული მანქანის მსხვერპლები.

და კიდევ, ღარიბაშვილი აუცილებლად მალე დადუმდება, წაართმევენ ქონებას, კიდევ მეტად დააკაჩავებენ ოჯახის წევრებს და ხმასაც ჩაიგდებს. ყველა ქოცი ლაჩარია, მაგრამ დიდი ზიანი დიქტატურას მან უკვე მიაყენა.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved