5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ მასობრივ ძალადობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “რაღაც ჩხუბს” უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარი “სახელმწიფომ აღკვეთა”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ არიან დასჯილი მოძალადეები, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ყველა მოძალადე დასჯილია”.
“ერთ რამეს გეტყვით, სააკაშვილის დროს იყო სახელმწიფო მოძალადე. როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა”, – თქვა ღარიბაშვილმა.
კომენტარები