• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბა – არაფრის მცოდნე გოიმი და ამბიციოზური სარეველა… მინდოდა გალაწუნება და ნეტავ მექნა” – მედეა შაფათავა

ალია ავტორი - ალია
19:24 04-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26,331
“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა
ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღეა დღეს..
მაშა ცეკვაზე დავტოვე და ანტრესკენ წამოვედი.
მანქანა სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე გავაჩერე, ნელა ჩავიხატე, გადმოვედი, და ანტრესკენ გამივეშურე. მშვენიერი ამინდი, მზე, ნაზი, გაზაფხულის ტიპიურად თბილისური, თბილი სიო… მოვდივარ, მომიხარია და უცებ: “იუნა!” , თავი გამოვატრიალე : “დეა!”
– აა, ხოო, სულ მეშლებით, – გაეღიმა ბიჭს. – გადაეცი, დათუნა **** ვარ, მაგრად მიყვარს, ძმაკაცია ჩემი..
მადლობას ვუხდი ღიმილით, შეჩვეული ვარ-თქო..
ასეთი დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ხდება.
ანტრეში შემოვედი და ვფიქრობ:
ნეტავ იმ ბონძღებმა, ვისაც ჩემი დისთვის 10 და 11 წლის წინ პოლიტიკური მოტივით დაკარგულ სამსახურს ვეხვეწებოდი (ისტორია ჩემს თავზე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ოცნების შიგნიდან ჩემი მტრებისგან) და ვინც იუნას არც პროფესიონალიზმს, არც ჭკუას, არც ცოდნას ხედავდნენ და ცარიელ, “უპრიან” ჭორებს ეყრდნობოდნენ პატივცემულები, თუ იციან, ამ იუნას როგორ სცემენ პატივს ახლობლები და მეგობრები, ემიგრანტებზე თავმდაბლურად გავჩუმდები, მას შემდეგ, რაც სასამართლოში დაიწყო მუშაობა, მიხვდნენ, რამხელა ადამიანობასთან ჰქონიათ საქმე…
(არა იმიტომ, რომ ჩემი დაა, პოლიტ.სასამართლოების “ბრალდებულებს” ჰკითხეთ, ყველა იცნობს და მადლობის მეტს არაფერს ეუბნებიან, იქიდან აქ მპოულობენ და შენს დას უდიდესი მადლობებიო, მექსიკით გადასული, ნატანჯი ხალხი).
რა დამავიწყებს, ღარიბა შსს მინისტრად რომ დაინიშნა (რა დასანიშნი იყო, არაფრის მცოდნე გოიმი და ამბიციოზური სარეველა), ვთხოვე, მარტო მე ვმუშაობ, იუნა სადმე მოვაწყოთ-თქო..
ჩაიხა სიცილით, გაიგუდა, რას ამბობ, იუნას როგორ დავნიშნავო. მინდოდა გალაწუნება და ნეტავ მექნა. ნეტავი სხვების თავხედობაზეც თავის დროზე გამეცა პასუხი და ინტელიგენტურად არ ამეტანა. გოიმებს ინტელიგენტურობა იდიოტიზმში ერევათ, დოსტოევსკის კნიაზ მიშკინის არ იყოს…
ჩამოვწერო მაშინ და დღეს დანიშნული იარლიყიანი ბ***ის სია? ნამდვილად სასაცილოები არიან თავისი დაბერილი სახეებით და უსაშველოდ შეუფერებელი თანამდებობებით..
არც ერთ მათგანს აი ასე, ადამიანურად, თბილად, არაფრის გამო, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანობის გამო დღეში თუნდაც ერთხელ არათუ არავინ მოიკითხავს და თბილად გაგიღიმებს, მათი არც სახელი და არც გვარი ემახსოვრებათ..
მორალი? იცხოვრეთ ისე, რომ ქუჩაში გავლის არ გეშინოდეთ, ისეთი ხალხი შეარჩიეთ, ვინც თავს არ მოგჭრით და ვისი მხოლოდ მოფერება მოუნდებათ, თუნდაც ოკეანეს მიღმა, უვიცი, სამაგიეროდ, “სასურველი” და ყველაფერზე ხელისმომწერი ნუვორიშების საჯიჯგნად მყოფ სამშობლოში..
ჩვენ, “შაფათავებმა” გადავიტანეთ და ფეხზეც მყარად ვდგევართ (მე the last leaf-ს დავემსგავსე ჩემს ოჯახში, ორივე და რომ აქ არაა, მედგრად ვიცავ თავს, ჩაბღაუჭებული იმ სიმართლეს, რომელიც ამ ქვეყანაში არავის სჭირდება, მაგრამ გავუძლებ!), მაგრამ ადამიანობის ფასი რომ დაეცა და უნამუსობაზეა სტაბილური ფასდაკლება, ესაა სამწუხარო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved