• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღამით, ფარულად მიაკითხა ახალ აუდიტორს კაბინეტში… სამეთვალყურეო კამერები რომ ვნახე, კიდევ უფრო მეტად შემეცოდა” – ნათია მოგელაძე

ალია ავტორი - ალია
19:14 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,982

ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა,  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ, ეხმაურება და ინტერპრესნიუსთან აცხადებს:

„კომპლექსებისგან გაბოროტებული წულუკიანი, როგორც ქალს, როგორც დედას და როგორც უბრალოდ ადამიანს, ყოველთვის რაღაცნაირად მეცოდებოდა.

აგერ უკვე 13 წელია, ჩემი პირადი ბოღმა აქვს, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვინც არაერთხელ აჩვენა რომ მისი ე.წ “ძლიერი” ქალის იმიჯი მხოლოდ მითია და მისი სისუსტის შესანიღბად მორგებული ნიღაბი, რომლის უკან ძალიან სუსტი, ბოღმა და გაბოროტებული ადამიანი იმალება.

ნათია მოგელაძე იყო ის, ვინც თეა წულუკიანი, რომელიც იურისპრუდენციაში წარმოუდგენელ უვიცობას ავლენდა, ამხილა, რომ შეუძლებელია ის იურისტი ყოფილიყო, რის შემდეგაც ივანიშვილმა ის ჩამოაშორა პარტიის იურიდიულ სამსახურს და თინა ხიდაშელს გადააბარა. მაშინ სიმწრისაგან გაცეცხლებული წულუკიანი კონტროლის პალატასთან მივარდებოდა და ჩემ გადადგომას ითხოვდა. მოგვიანებით ჩემი დასკვნა დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონდა და იღლიაში ამოჩრილი სხვა დიპლომით ეთერ-ეთერ დარბოდა, რაც ძალიან სევდიანი საყურებელი იყო.

ოცნების ბევრ საჯარო მოხელეს ემახსოვრება, მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდანვე გამწარებული როგორ არკვევდა როგორ გადაწყდა, რომ ნათია მოგელაძე ყოფილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველი პროკურორი. რომელი ლიფტით ვსარგებლობდი იუსტიციის სამინისტროში და ასე შემდეგ. ანუ ანტიკორუფციული კომისიის სხდომებზე, დღის წესრიგის საკითხების ნაცვლად, წლების განმავლობაში მთავარ თემად ნათია მოგელაძე ჰქონდა.

ბოღმა და ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. 2017 წელს ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნიდან მეორე დღესვე, ღამით ფარულად მიაკითხა ახალ აუდიტორს კაბინეტში და ჩემი და ნინო ლომჯარიას სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა. სამეთვალყურეო კამერები რომ ვნახე, მაშინ კიდევ უფრო მეტად შემეცოდა. ახლაც მახსოვს რა საცოდავი და სევდიანი სანახავი იყო ღამით, ფეხაკრეფით აუდიტის სამსახურში თავისი პირადი ბოღმის სანთხევად შეპარული მაშინდელი იუსტიციის მინისტრი.

მოკლედ, ამ ამბებიდან 13 წლის შემდეგ გავიგე, რომ თიკოს ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია. ისიც ისევ ცხადია, რომ ამდენი წელი ვერაფერს მიხვდა და სიძლიერე მას სისტემას ამოფარებული ფეხების ბაკუნი გონია. დაე, მთელმა ერმა იხილოს ჩვენი ისტორიული შეხვედრა. ასაკი კი მომემატა, მაგრამ არც ამჯერად გამიჭირდება საზოგადოებას ცხადად დავანახო როგორი პატარა და სუსტი ადამიანია თეა წულუკიანი. რომ მასზე არ უნდა გავბრაზდეთ, ის შეიძლება მხოლოდ გვებრალებოდეს.

ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved