ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს ეხმაურება.
„როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახულ არჩევანს წარმოადგენს, ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით“, – წერს კაია კალასი X-ზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ევროკავშირის მისიის შენობა დაზიანდა.
კომენტარები