• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს, საზღვრები გაიხსნა – რა ხდება მსოფლიოში?

ალია ავტორი - ალია
19:27 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

საქართველოში 23 მაისის 00:00 საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს. მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. გაიხსნა მაღაზიები, რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ.

რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოში?

ჩინეთი

ჩინეთში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრად ითვლება, ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს. თუმცა, ყველაფერი ისე არ არის როგორც ძველად.

ღამის კლუბებში შესვლამდე მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ, ღამის კლუბების პერსონალს კი ხელთათმანებისა და პირბადის ტარება ევალება. აღსანიშნავია, რომ კლუბის ვიზიტორებს არ მოეთხოვებათ დამცავი საშუალებების ტარება. თუმცა, ბევრი მათგანი მაინც ატარებს.

ზოგიერთ დაწესებულებაში ერთჯერად ჭიქებს იყენებენ. ამასთანავე, ყველა კლუბში ხელმისაწვდომი იქნება სადეზინფექციო საშუალებები.

კარის სახელურებისა და ტუალეტების დეზინფექცია საათში ერთხელ ხდება. კლუბის დეზინფექცია კი გახსნის წინ და დახურვის შემდეგ.

საბერძნეთი

საბერძნეთში დღეს რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას განაახლებენ.

დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს.

იტალია

იტალიამ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, პაოლა დე მიშელეს განცხადებით, იტალიის ყველა აეროპორტი ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს.

„3 ივნისიდან შესაძლებელი იქნება ყველა აეროპორტის გახსნა, მაშინ როდესაც უკვე დაშვებული იქნება რეგიონული და საერთაშორისო გადაზიდვები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები მოიხსნება“,- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ იტალიამ ფრენები 14 მარტს შეწყვიტა.

ესპანეთი

საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ესპანეთმაც მიიღო. ქვეყანა ტურისტების მიღებას ივლისიდან დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, რეიეს მაროტომ გააკეთა.

უკრაინა

დღეიდან კიევსა და ხარკოვში მეტრომ მუშაობა განაახლა.

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში 100-მდე ადამიანის შეკრება მომავალი კვირიდან დასაშვები იქნება,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

ქვეყანაში შესაძლებელი გახდება რელიგიური რიტუალების აღდგენა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანციის დაცვა.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved