ხულოდან სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან.
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მეწყერი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დაიწყო. მათ სტიქიისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოახერხეს:
“ღამის 2 საათი იყო როცა გავიგეთ ხმაური… შეგვეშინდა, ავფორიაქდით, გამოვიქეცით ფეხშიშველი… მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და გავედით გაღმა, ტყის გავლით გადმოვედით მეორე მხარეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მთავარ არხთან.
ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები. დაფარულია საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, აჭარაში ორი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას.
კომენტარები