ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ნიკა გვარამიას მიმართავს:
,,ნიკა გვარამიას:
მე არგუმენტებითა და ფაქტებით ვსაუბრობ, პასუხად კი პირად შეურაცხყოფებს ვიღებ.
ეს არ მაღელვებს.
როდესაც კრიტიკასა და კონკრეტულ კითხვებს არგუმენტებით ვერ პასუხობ და ამის ნაცვლად ზიზღსა და შეურაცხყოფას იშველიებ, ეს, პირველ რიგში, შენს სისუსტეზე მეტყველებს.
მე გთავაზობ, დავსხდეთ პირდაპირ ეთერში და ფაქტებზე ვისაუბროთ. შემდეგ საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვის უფრო ენდობა. პასუხად კი ვიღებ, რომ შესაბამისი „წონის“ არ ვარ.
მე გეკითხები: იყო თუ არა გილაური ის „ოქროს გასაღები“, რომლის საშუალებითაც ბიძინასგან გადაბარებას ელოდი?
თუ არ იყო, ძალიან მარტივად შეგიძლია, საჯარო დებატების დროს, მიპასუხო და ჩემი არგუმენტები გააბათილო – ან აღიარო რომ შეცდი, აღიარება სისუსტე არაა))
მე გეუბნები: მოდი, საჯაროდ ვისაუბროთ ფაქტებზე-მეთქი, შენ კი ისევ ტალახს ისვრი.
გეუბნები, რომ კიდევ უფრო მეტს მოგიყვები — არა ლანძღვით, არამედ ფაქტებით. შეგიძლია, თითოეული ფაქტი დებატებზე გააბათილო, მაგრამ ამის ნაცვლად „ბირჟავიკს“ “ურეპუტაციოს” “მდაბიოს” მეძახი.
მე გეუბნები, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა 2024 წელს და რა როლი ითამაშა შენმა პოზიციამ ოპოზიციური ერთობის ჩაშლაში.
ეს უბრალოდ ჩემი მოგონილი ბრალდება არ არის — ამის მოწმეებიც არსებობენ.
მე გეუბნები: მოდი, ამ ყველაფერზე საჯარო დებატების დროს ვისაუბროთ და საზოგადოებამ განსაჯოს.
შენ კი არგუმენტების ნაცვლად ისევ შეურაცხყოფაზე გადმოდიხარ.
მე გეუბნები: თუ მტყუანი ვარ, ბოდიშს მოგიხდი. ოღონდ დავსხდეთ საჯაროდ და გავარკვიოთ, ვინ ამბობს სიმართლეს.
შენ ისევ ტალახს ისვრი — ხან მიშას მიმართულებით, ხან ენმ-ის, ხან ჩემსკენ.
მე გეკითხები:
რატომ დაიხურა „მთავარი“?
შენ მპასუხობ კირკიტაძესა და გოროზიაზე.
მე გეუბნები: კარგი, დავსხდეთ და ამაზეც ვისაუბროთ — მათზეც, ვინც შენს გვერდით იყო და „მთავარის“ შენარჩუნებაში გეხმარებოდა, მათ შორის, გოროზიასა და კირკიტაძეზე.
მე შემიძლია, კონკრეტული დეტალებიც მოვყვე — როდის და რატომ გახდნენ ისინი შენთვის მიუღებლები, იქნებ იმიტომ რომ ღალატში არ აგყვნენ?
იქნებ სწორედ ამიტომ არ გინდა დებატებში მონაწილეობა — იმიტომ, რომ ამ დეტალების გეშინია?
მე გეუბნები, რომ შენ მიშას უღალატე.
შენ მპასუხობ, რომ გავგიჟდი და „ურეიტინგო“ ვარ.
მე გეუბნები: თუ რამე გაქვს სათქმელი, თქვი დებატებზე.
შენ ამბობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობის წარმომადგენელმა მიმიყვანა გილაურთან, ანუ ბიძინასთან. მე გეუბნები: დაასახელე, ვინ მიგიყვანა.
შენ ამბობ: არ მოვყვები, არ დავასახელებ.
მაშინ ერთი მარტივი კითხვა მაქვს:
თუ ჩემი ნათქვამი ტყუილია, რატომ გაურბიხარ დებატებში მონაწილეობას და მის საჯაროდ განხილვას?
მე არც შენი შეურაცხყოფა მაინტერესებს და არც ის, რა იარლიყს დამარქმევ.
მე კონკრეტულ კითხვებს გისვამ:
გილაური — პასუხი.
40 მილიონი — პასუხი.
2024 წლის პოლიტიკური გარიგებები და ოპოზიციური ერთობის ჩაშლა — პასუხი.
„მთავარის“ დახურვა — პასუხი.
შენი როლი ენმ-ში და მიშასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზები — პასუხი.
დანარჩენი — „ქაჯი“, „ბირჟავიკი“, „ურეიტინგო“ და სხვა ეპითეტები — მხოლოდ თავის მართლების უსუსური მცდელობაა შენგან.
წონა სიმართლით იზომება. ყველაზე დიდი წონა მაშინ გაქვს, როდესაც სიმართლეს ამბობ.
შენი სისუსტე კი ისტერიკაა, რომელსაც სიმართლის მოსმენისას ავლენ.
ენმ-ს სახეებზე შენ არ იდარდო ნიკა, გილაური გყავდა ბიძინას სახით პარტიის სახედ
არ დაიმალო! გაბედე!“
ნაცმოძრაობის წევრები ივანიშვილისგან ფულს იღებენ – ნიკა გვარამია გვარებს ასახელებს











კომენტარები