კოალიცია „ცვილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ნაციონალური მოძარობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა:
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებენ. მათ ჰყავთ წევრები, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, მაგალითად, ბატონი გოროზია, რომელიც არის სამეგრელოში დიდი ბიზნესების წილში, და ის აკეთებს ფულს ქოცებთან ერთად, იმ ვითარებაში, როდესაც ნახევარი საქართველო დაჭერილია. ის აკეთებს ფულს “ქოცებთან“ ერთად და კი, ნამდვილად უხდის ცალკეულ წევრებს…
თქვენ დათო კირკიტაძის სახლი ნანახი გაქვთ? საიდან იშენებენ მილიონიან სახლებს? ესენი ნაცების დროს არ გამხდარან მილიონერები…
მე რასაც ვუყურებ, მარტივი სქემა თამაშდება – ის, რომ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობს აწყობს, რასაც იაგო ამბობს, ეს ფაქტია, ეს ორ ხმაში ლაპარაკია. ეს არის სიტუაციური მოკავშირეობა იაგო ხვიჩიასთან. ეს სირცხვილია, რადგან არ შეიძლება ხვიჩია თუნდაც ერთი ენმ-ის წევრი მოკავშირე იყოს. ახლა რა ხდება ფეისბუქში – ნაცები ჩემგან იცავენ იაგო ხვიჩიას, არ გეჩვენებათ. მან უკვე თქვა, რომ ბიძინას შეხვდა, უკვე თქვა, რომ მიშასთან მიმოწერა ჰქონდა და შემდეგი ნაბიჯი იქნება, ის იტყვის, დარწმუნებულ ვარ საშინლე ტყუილს, მიშა სააკაშვილმა რა სთხოვა, ბიძინასთან გადასაცემად. საინტერესოა, მერე რას იტყვიან ნაცები, გვარამიას ნაწილში მართალი იყო ხვიჩია და მიშას ნაწილში არაო? ეგრე დამთავრდება ეს ამბავი – განაცხადა გვარამიამ ,,ტვ პირველის” ეთერში.
ეთერამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა გვარამიამ ანა წითლიძის სქრინი გააზიარა და დაწერა:
,,ჩემს ნაციონალ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?“












კომენტარები