• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გგონიათ, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე დაგეგმვის გარეშე მოხდა?” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:51 01-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,1995 წელს ვერის უბნის ბავშვთა თეატრში ერლომ ახვლედინის პიესის “ბაბუა და შვილიშვილი” მიხედვით დაიდგა სპექტაკლი “სიკეთის მარცვალი”. ჩემი ძმა და მისი მეგობრები თამაშობდნენ და მეც პატარა ვიყავი და ძალიან დამამახსოვრდა წარმოდგენაც და გარემოც. ბავშვობის ერთ-ერთი ძლიერი მოგონებაა. მათ შორის იმიტომაც, რომ პრემიერაზე ჯაბა იოსელიანი იყო მოსული. ბანტით.

ხოდა თუ სწორად მახსოვს, ქალაქს ქაჯები არიან დაპატრონებული, პატარა ჭინკები და ხალხის ცხოვრებას გაუსაძლისად აქცევენ. რაღაც პერიოდის შემდეგ ეშმაკები თუ მთავარი ქაჯები მათგან ანგარიშს იბარებენ, გამოცდასავით, რათა გადაწყვიტონ ვინ არის ყველაზე კარგი ქაჯი/ჭინკა.

ერთი ჭინკა იტყვის, მეო ერთ უბანში ხალხს დღესასწაულის დროს დენი გავუთიშეო. ყოჩაღ შენო, გამომცდელი ეუბნება, ეს რა კარგად მოიფიქრეო. ამ დროს მეორე ამბობს, მე ერთ უბანში ზოგიერთ კორპუსს გავუთიშე და დანარჩენებს არაო. გადაირევა გამომცდელი. ასეთი ეშმაკური რამე რანაირად მოიფიქრეო. ჩაბარებული გავქს გამოცდაო. ვინაიდან ადამიანებს მხოლოდ ის კი არ აწუხებთ, რომ რაღაც არ აქვთო, არამედ ის, რომ სხვას აქვს ის რაღაცაო.

ნუ, დენის ამბები ვისაც გვახსოვს და წასვლისას გინება და მოსვლისას ტაშები და “გახედე ერთი ხაჟომიებთან თუ არის” და “ხიბლში არის და ალბათ ჩვენთანაც მალე მოვა”-ები, ყველასთვის ნათელია ახვლედიანი საიდან იღებს ინპირაციას.

მაგრამ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ბოროტების ასეთი ტექნიკური აღქმა. რომ სამყაროში არსებულ ბოროტებას არქიტექტორი შეიძლება ჰყავდეს. რომ ის უბრალოდ კი არ ხდება, არამედ ხდება ვიღაცის გეგმის მიხედვით. თუნდაც ეს ვიღაც იყოს ქაჯი/ჭინკა/ეშმაკი… არ მჯეროდა და არც მინდოდა დაჯერება, რომ რთული ბოროტება შეიძლება დაგეგმილი ყოფილიყოს. იმპულსურზე არ ვამბობ. აი რთულზე. რამდენიმე სვლას რომ მოიცავს, ფიქრს, შედგების გათვლას…

ხოდა აი წარმოიდგინეთ ახლა ასეთი დიალოგი:

– ნათლისღებაზე შევიწყალოთ.
– ვინ?
– ნაწილი.
– რის მიხედვით?
– რა მნიშვნელობა აქვს. თავად იფიქრონ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. თუ არ ეცოდინებათ დაცხებენ ერთმანეთს.
– და როდის გამოვაცხადოთ?
– ორი კვირით ადრე ვუთხრათ რომ ვაპირებთ, მოლოდინი გავზარდოთ, მერე ნათლისღებაზე ჩუმად ვიყოთ, 12 რო გახდება მერე გამოვაცხადოთ, ოღონდ სიები არ გავასაჯაროოთ.
– და როდემდე?
– რავი, თუ გინდა მეორე დღემდე. ინერვიულონ.
– და მარტო ეგენი ხო არ არიან? დანარჩენი პატიმრები და მათი ოჯახები?
– ეგენი რა? ინერვიულონ მაგათაც. რამდენია? ასსამოცამდე ხო? ასსამოც ოჯახზე მადარდე ეხლა. სამაგიეროდ ამათ ხო დაერხევათ?
– კარგი უფროსო. და ნათლისღებაზე თუ ვიწყალებთ, დილით არ ჯობია? სიებიც გვაქვს და ყველაფერიც.
– ვერაა ეს კარგად. არ მისმენ ხო?
– გასაგებია, გასაგები. და მიხეილ ყ-ს ავუხსნათ რამე თუ უბრალოდ ვუთხრათ რა როდის თქვას?
– 🙂
– კაი.

თუ თქვენ გგონიათ, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე დაგეგმვის გარეშე მოხდა? და თუ არა, მაშინ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ დაიგეგმა ის?“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved