• რეკლამა
  • კონტაქტი
11:19, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი საქართველოზე თავდასხმას აპირებს? – “გგონიათ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებს?” – ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
18:43 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი:

“სანქციები ის უმწვავესი ზომაა, რომელსაც იყენებს მსოფლიო თანამეგობრობა და მას აქვს შემაკავებელი ეფექტი.

საქართველო არასდროს უკან არ იხევს და მინდა შევახსენო საზოგადოებას, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი 2014 წელს საქართველო შეუერთდა სანქციებს ყირიმთან მიმართებაში და უკან არ დაგვიხევია.

როდესაც საუბარი ინდივიდუალურ საუბრებზე, პრემიერმა კარგად განმარტა რა სართხეებს ვხედავთ.  პასუხისმგებლობა აქვს თქვენ წინაშე. რა გგონიათ ნაკლები პატრიოტები ვართ თქვენზე? არავისზე ნაკლები პატრიოტები არა ვართ. ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. 40 კილომეტრში აქვე დგანან, არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს… რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ, მთლიანად.

როგორ გგონიათ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ და როგორ აპირებენ? ის რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამოდის ბორელი და ამბობს, შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოსო, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. არ მინდა იგივე ვიხილო, რაც 2008 წელს იყო, დედაქალაქის და აეროპორტების დაბომბვა, თბილისისკენ მომავალი ტანკები, არ მინდა ვიხილო, როცა ქართველებს, ბოდიში და.. არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო, ექცეოდნენ და სატვირთო თვითმფრინავებით აძევებდნენ რუსეთიდან.

შეიძლება ბევრი პატარა იყო და არ გახსოვთ ეს… უკრაინაში უკვე ბომბები იყრება… ეს არის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა. გეგონათ რომ სცენარი ასე განვითარდებოდა? გამორიცხავთ უკრაინაში სიტუაციის გართულებას? გამორიცხული არაფერია. ”

 

 

თუ საქართველო ელოდება თავდასხმას რუსეთიდან, რატომ არ მიმართავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რატომ არ აფრთხილებენ ქვეყნის მოქალაქეებს და როგორ ემზადება ქვეყანა? – ამ თემებზე საგარეო საქმეთა მინისტრს არ უპასუხია.

რაც შეეხება იმას, რომ მათ თავიანთი ცხოვრებით აქვთ დამტკიცებული რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ღარიბაშვილის ბიოგრაფია კი იცით და შეგახსენებთ სად მუშაობდა ზალკალიანი მინისტრობამდე:

2004 – 2007 წლებში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში 2008 – 2009 წლებში

2018 წლის 21 ივნისიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი მუშაობს 1992 წლიდან.

თეგები: დავით ზალკალიანიირაკლი ღარიბაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved