• რეკლამა
  • კონტაქტი
18:28, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეცნოთ ხომ სიტუაცია?” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:21 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“ლამის ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციაში დომინირებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, “რაც უარესი მით უკეთესი” ტიპის მიდგომა. ითვლება, რომ ხელისუფლებას რაც მეტ შეცდომას დააშვებინებ, რაც მეტ სისულელეს ათქმევინებ და რაც მეტ ბოროტებას ჩაადენინებ, მით უფრო დაკარგავს ის ხალხის მხარდაჭერას და შესაბამისად გაამრავლებს ოპოზიციის მომხრეებს.

სინამდვილეში კი სულაც არ არის ასე. ხელისუფლების დისკრედიტაცია ავტომატურად არ ზრდის ოპოზიციის ავტორიტეტს, ის მხოლოდ ზრდის განცდას, რომ პოლიტიკა ბინძური და ცუდი საქმეა, ხოლო პოლიტიკოსები ცუდი ტიპები არიან. ამ დროს თუ ოპოზიცია ვერ წარმოაჩენს თავს პოზიტიურ ალტერნატივად, ანუ იმ ძალად, რომელსაც რეალური შანსიც აქვს ხელისუფლებაში მოსვლის და არსებულ პრობლემათა მოგვარებაც უკეთ შეუძლია, ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ მათზეც ვრცელდება და საბოლოო ჯამში ამით მოგებული მხოლოდ ხელისუფლება რჩება, რადგან ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი მას ყოველთვის ოპოზიციაზე მეტი აქვს.

შესაბამისად იქმნება სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება არის არაპოპულარული, მაგრამ მისი დამმარცხებელიც არავინაა.

გეცნოთ ხომ სიტუაცია?”

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved