• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეტყვით, რასთან გვქონდა საქმე, არ იყო საშუალება აქამდე, ვიღაც დამჯდარიყო და თავიდან ბოლომდე მოეთხრო…” – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
23:04 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მამუკა მდინარაძე “ტვ იმედთან” ამბობს:

“არ იყო საშუალება ვიღაც დამჯდარიყო და თავიდან ბოლომდე მოეთხრო, რასთან გვქონდა საქმე.

ერთ მხარეს იყო კუდი, მეორე მხარეს იყო “ქართუ ბანკის” დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, არასრუწლოვანი ბერა ივანიშვილი და ოჯახის დაცვის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე.

სათაური არის კუდის მიერ, ფარული ჩანაწერების ფალსიგფიკაციით, „ქართული ოცნებისგან“ მოძალადის გამოყვანა და საპროტესტო ტალღის აგორება

ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, როცა მისგან უკვე მესიჯები ისეთი იყო, რომ არ მოსწონდა ნაც. მოძრაობის მოქმედებები რასაც აკეთებდნენ და ისინი ფიქრობდნენ რომ ივანიშვილი მათთვის წარმოადგენდა საფრთხეს და 2010 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსმენა დაიწყეს, მათ შორის, არასრუწლოვანი ბერა ივანიშვილის და ბუნებრივია ეს ჩანაწერები იყო ძირითადი.

რადიკალურმა ოპოზიციამ მოიგონა ტერმინი „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ყველა სიტყვაში ატრიალებენ, თუმცა ამ პროექტმა არ გაამართლა. ეუთო/ოდრიმა სულ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები და ა.შ. ამის შემდეგ, ემოცია რომ ვერ წამოიღო ამ „გაყალბებულმა არჩევნებმა“, იმიტომ, რომ ტყუილი იყო ამის საფუძველი, გამოიგონეს ახალი ნარატივი – მელია პოლიტმატიმარი. და აღმოჩნდა, რომ არც ამ ნარატივმა, არც ამ ცრუ კამპანიამ გაამართლა, რადგან სამართლებრივი ლოგიკა სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც მელიას ქცევებს მოჰყვებოდა. მან სახელმწიფოს უთხრა: „არ მაინტერესებს სახელმწიფო, არ მაინტერესებს კანონი“ და თავად გავიდა კანონის ჩარჩოებიდან, თავად მიიღო გადაწყვეტილება მისივე დაკავების შესახებ, დაემორჩილა მიხეილ სააკაშვილის გეგმას და ნარატივს. ამანაც ვერ აღაშფოთა საზოგადოება, იმიტომ, რომ სიმართლე არ იყო მის მხარეს.

დაბოლოს, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, როდესაც უკვე იცოდნენ, რომ სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს მაინც უწევთ, გამოიგონეს ახალი ნარატივი – „მოძალადე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები“. ამასაც არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, მაგალითად, ანზორ ჩუბინიძისგან ქარდავას და ახალაიას ვერ გამოიყვანენ, არ გამოიძერწება ასეთი ნარატივი და ეს მესამე მცდელობაც იქნება წარუმატებელი…

სოიციალური ქსელი აფეთქდა, ხალხი ღადაობს უკვე, ბერა 7 წლის იყო და თმები მომქაჩა და ა. შ.”

“ალია” კი შეგახსენებთ, 2011 წელს, სინამდვილეში “ქართუს” დირექტორი იყო გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი იყო გამგეობის თავმჯდომარე.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved