• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გეტყვი, რა 5 მილიონზეა ლაპარაკი, ჩატაევს ჰქონდა ჩანაწერი ორი ამერიკელი გენერლისა – რას უყვება “ალიას” ლაშა ამირეჯიბი?

ალია ავტორი - ალია
21:19 05-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

-სოსო გოგაშვილის ბოლო ინტერვიუეს მინდა შევეხო. პირველად ჩემს სიცოცხლეში, დავეთანხმე სოსო გოგაშვილს. მჯერა, რომ მიშა უკრაინაში ტერორისტებს ამზადებს. იმაშიც ვეთანხმები გოგაშვილს, რომ ამ საქმის გამოძიებას სუს–ში და შსს–ში ჩარჩენილი „ნაცების“ კადრები აფერხებდნენ. ყველამ ვიცით, მიშას და ვანოს დღესაც ბევრი მისტირის არა მარტო ძალოვანებში, სხვა უწყებებში დასაქმებული ხალხიდან.

ტერაქტები სააკაშვილს სჭირდება სიტუაციის ასარევად, დესტაბილიზაციისთვის, ხალხს ხელისუფლების  უუნარობა რომ აჩვენოს. გაიხსენე, 2018  წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ უკრაინის 6 მოქალაქე დააკავეს და ერთიც  დონბასში მებრძოლი ქართველი, ლუკა ჩხეტია. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო „ბერეტას“ და“ მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ეს ხალხი მიშას შემოგზავნილი იყო და მაგათაც მაშინ აქ არეულობის მოწყობა ჰქონდათ დავალებული. მიშას აქაური მომხრეები დაიწყებდნენ და ეს უკრაინელი „ბოევიკები“ მერე ჩაერთვებოდნენ საქმეში.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში გოგაშვილმა ახმედ ჩატაევზეც ილაპარაკა. ჩატაევმა საქართველოს საზღვარი ე. წ. მწვანე ზოლში გადმოლახა, „მწვანე ზოლში“ კი სუს–ის ნებართვის გარეშე ვერავინ გამოივლის. ინგა გრიგოლიას მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემის მსვლელობისას, მესიჯი გაუგზავნა და გრიგოლიამ ის პირდაპირ ეთერში წაიკითხა. მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ ჩატაევი მოსკოვში აპირებდა გადასვლას და იქ 5 მილიონი დოლარი უნდა აეღოო. ახლა გეტყვი, რა 5 მილიონზეა ლაპარაკი. ჩემი ინფორმაციით, ჩატაევს ჰქონდა ჩანაწერი ორი ამერიკელი გენერლისა. ერთი ამერიკაში, პენტაგონში იჯდა, მეორე კი, საქართველოში. ამ საუბრის ჩანაწერით დასტურდებოდა, რომ პანკისის ხეობაში ნამდვილად იყო ამერიკული სპეცსამსახურების ბანაკი. ამ ბანაკში ამზადებდნენ ხალხს, სავარაუდოდ, სირიაში გასაგზავნად. ეს ჩანაწერი უნდა გაეყიდა ჩატაევს რუსეთში. ჩატაევი იმიტომ მოკლეს, რომ ეს ჩანაწერი არ მომხვდარიყო რუსეთში. ამის მერე გავრცელდა ხმები, რომ ჩატაევისა და მისი თანამებრძოლების ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში, თურქეთის კონტრტერორისტული სპეცრაზმიც მონაწილეობდაო და ეს დამაჯერებელია – არც თურქეთს აწყობდა ამ ჩანაწერის რუსების ხელში ჩაგდება, ამერიკა და თურქეთი ერთად ებრძვიან სირიის ხელისუფლებას.

თეგები: ლაშა ამირეჯიბიჩატაევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved