• რეკლამა
  • კონტაქტი
12:51, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეშინიათ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, პირდაპირი შედარება მოახდინონ ჩემს, საქმის გამკეთებელ გუნდსა და თქვენს, ფულს დახარბებულ გუნდს შორის” – ვაშაძე პრემიერ გახარიას

ალია ავტორი - ალია
13:49 10-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას 15 ოქტომბერს დაანონსებულ დებატებს ახსენებს და მიმართავს, გამოიჩინოს გამბედაობა და ოპოზიციასთან პირისპირ შეხვედრას არ გაექცეს. ამასთან, ვაშაძე გახარიას ურჩევს, არ დაემალოს მოსახლეობას, თუ ლიდერია მივიდეს და გამართოს საჯარო დებატები მასთან ისე, როგორც ამას დემოკრატი ლიდერები აკეთებენ მთელს მსოფლიოში. 

“პრემიერ გახარიასთან დებატებში, რომელიც დანიშნულია 15 ოქტომბერს და გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით, პრემიერ-მინისტრს  ფაქტებს და რეალობას დავუპირისპირებ, არ მივცემ შესაძლებლობას, რომ თავი დაიძვრინოს ქართული ოცნების დაიპრებული ტყუილებისგან. როგორც აღმოჩნდა, მან ეს იცის და ამიტომაც ცდილობს, გაექცეს ჩემთან პირისპირ შეხვედრას. შესაბამისად, არ გაგვკვირვებია, მაგრამ მაინც მიუღებელია, რომ გახარია აშკარად თავს არიდებს საჯარო დებატებს, როგორც ეს მისმა პარტიამ უკვე დააანონსა. თუმცა, მას, პირადად, ჯერ უარი არ განუცხადებია საჯაროდ. ასე რომ, ბატონო გახარია გადაწყვიტეთ, ლიდერი თუ ხართ, ოპოზიციასთნ დებატებს არ უნდა გაურბოდეთ. საკუთარი მიღწევებისა და დაპირებების თუ გჯერათ, წესით, უნდა გინდოდეთ მათი საჯაროდ წარდგენა. ლიდერებს სიმართლის არ ეშინიათ. მათ არ ეშინიათ არც ოპოზიციის. ასე რომ, ბატონო გახარია, შემომიერთდებით დებატებში? თუ გეშინიათ, რომ ფარდას ავხსნი დამსხვრეულ ოცნებებს, იმ ტყუილ დაპირებებს, რომელიც ხალხს თქვენ შესთავაზეთ, ან გეშინიათ, რომ თქვენს ტყუილებსა და უმოქმედობას გამოვააშკარავებ? იმის ხომ არ გეშინიათ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, პირდაპირი შედარება მოახდინონ თქვენსა და ჩემს შორის, ჩემს, საქმის გამკეთებელ გუნდსა და თქვენს, ფულს დახარბებულ გუნდს შორის, ჩვენს კონკრეტულ, ქვეყნის განვითარების გეგმასა და თქვენს, ცარიელ დაპირებებს შორის? დიახ, მე თქვენ საქართველოში არსებულ რეალობას დაგიპირისპირებთ – დაგისვამთ კითხვებს: რატომ უნდა იცხოვროს ქვეყნის მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკიდურეს სიღარიბეში? რატომ დაკარგა 220 000-მა ქართველმა სამუშაო ადგილი და თქვენ ეს არც კი გაღელვებთ? მე შეგეკითხებით, სად არის ის 5-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარება და რატომ მიიღო აქედან ფული მხოლოდ თქვენმა ახლობლებმა და თქვენი პარტიის შემომწირველებმა. მე დაგიპირისპირებთ ფაქტს, რომ კრიმინალური შემთხვევები, გასული 4 წლის განმავლობაში, გაორმაგდა და 40 000 დამნაშავე, ჯერ კიდევ შარშან თავისუფლად დადიოდა ჩვენს ქუჩებში. გეშინიათ ამ ფაქტების? გეშინიათ ასეთი რეალობის? თუ გეშინიათ, მაშინ დაემალეთ მოსახლეობას და თუ ლიდერი ხართ, მოდით და გამართეთ დებატები ჩემთან ისე, როგორც ამას დემოკრატი ლიდერები აკეთებენ მთელს მსოფლიოში. მე მზად ვარ და გელოდებით. თქვენ? ბატონო გახარია? ჯერი თქვენზეა, გადაწყვიტეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved