გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვიზიტი ნოემბრის დასაწყისში შედგება.
შოლცმა არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც დღეს, არც თუ საისამოვნო განცხადებები გააკეთა ჩინეთის მისამართით.
ოფიციალური ბერლინი განიხილავს თავის სავაჭრო ურთიერთობებს პეკინთან, ხოლო შოლცის კოალიცია მართავს დისკუსიას, დაუშვას თუ არა ჩინური კომპანიის Cosco-ს ინვესტიცია გერმანიის უმსხვილეს პორტში, ჰამბურგში.
კომენტარები