გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი.
ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.
კომენტარები