გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” გამოწვეული გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.
პაციენტი 60-79 წლის ასაკის იყო.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ხუთშაბათს რობერტ კოხის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში”ომიკრონის შტამით” ინფიცირების 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, გერმანიაში ამ შტამის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 3198-მდე გაიზარდა.
კომენტარები