კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა. ამის შესახებ Deutsche Welle-ი წერს.
ექიმების განცხადებით, ამ მომენტისთვის პაციენტი იზოლირებულია და გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 100-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი, 4500-ზე მეტი ადამიანია.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარები