• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ ჩემი და ივანიშვილის ხმები ამოიცნო – ბაჩიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:08 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,773

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გერმანელმა ექსპერტებმა დაადგინეს რომ მისი და ივანიშვილის 10 წუთიანი სატელეფონო საუბრი არც დამონტაჟებულია, არც წყვეტები აქვს და არც არაავეთნტურია, არადა საწინააღმდეგოს ამტკიცებდა პროკურატურა, საქართველოში ჩატარებული კვლევით.

  • ცნობისთვის, სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა, ასმათ მატუშევსკაიამ აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ხმის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და თან დაწერა, რომ აუდიო დამონტაჟებულია.

ექსპერტიზა ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას, ექსპერტიზამ ჩემი და ივანიშვილის ხმები ამოიცნო, როგორც პროკურატურის მიერ მიწოდებულ სანიმუშო დისკში იყო მითითებული იყო. მათ ძალიან პროფესიონალური კვლევა აქვთ ჩატარებული მრავალი პროგრამის გამოყენებით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ გერმანულმა ექსპერტიზამ განსხვავებით სამხარაულისგან, დადგინდა ფაილის შექმნის თარიღი და მოწყობილობა, რითაც ჩაწერილია საუბარი. ასევე თქვა, რომ არცერთი წყვეტა არ არსებობდა, რომელიც მონტაჟზე  მიუთითებდა.

“განსხვავებით სამხარაულისგან, დადგინდა ფაილის შექმნის თარიღი და მოწყობილობა. მითითებულია, რომ შექმნილია სმარტფონზე. მითითების თარიღი გახლავთ 2015 წელი. ის ე.წ. წყვეტები, შავი ხაზები, რაც მიაჩნდა სამხარაულს რატომღაც მონტაჟად, ეს სათანადო, ლიცენზირებული, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებით დადგინდა, რომ საუბრის დროს მოსაუბრეთა შორის იყო ან პაუზა, ან კიდე გამოწვეული იყო აუდიო ფაილის ხარისხით. შესაბამისად, არცერთი წყვეტა არ არსებობდა, რომელიც მიუთითებდა მონტაჟზე. საბოლოო ჯამში, ევროპულმა საექსპერტო ბიურომ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილია ამ დარგში  დაასკვნა, რომ აუდიო ფაილი არ არის მონტაჟი და არ აღენიშნება რედაქტირების აშკარა კვალი”, – ამბობს ლევან მახარაშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved