• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

ალია ავტორი - ალია
11:02 10-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნსდორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა. დეპორტირებულებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი.

ხანგოშვილის ნათესავებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა.

პარასკევს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სონია კოკმა „დოიჩე ველეს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ბერლინიდან თბილისში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

„დეპორტაციების ორგანიზების პასუხისმგებლობა ფედერალურ მხარეებს ეკისრებათ. ფედერალური მთავრობა მათ მხარს უჭერს. დეპორტაციების რაოდენობა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა სონია კოკმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს ვადიმ კრასიკოვს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა.

2024 წლის 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გერმანიამ კრასიკოვი რუსეთს გადასცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved