• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიამ რუსეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენა ხანგოშვილის მკვლელობისთვის

ალია ავტორი - ალია
14:41 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინმე ვადიმ კ-ს., იგივე ვადიმ ს-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

გამოძიება აცხადებს, რომ „უცნობ მომენტში რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.

გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ მასხვერპლს რუსეთის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved