გერმანია აშშ-სგან ახალი თაობის ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის. აღნიშნული რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით გამოიყენება.
ამ პაკეტის ფარგლებში გერმანია, ჯამში, $5 მილიარდის ოდენობის რაკეტებს შეისყიდის აშშ-სგან.
მანამდე, გერმანიამ ამერიკული RTX-სგან $2.4 მილიარდის ოდენობის Patriot-ის სარაკეტო ბატარეა შეიძინა.
“[გაყიდვა] ხელს შეუწყობს გერმანიის მიზანს, გააძლიეროს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვა, ისევე, როგორც აშშ-სა და NATO-ს ძალებთან თანამოქმედება” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
კომენტარები