• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი – სახელმწიფომ ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა დაადასტურა

ალია ავტორი - ალია
15:40 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. ხეთის მანდარინი გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ – საქპატენტს ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა.

„სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით.

ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ხეთის მანდარინი“ გამოიყენება „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინისთვის, თუმცა ქართული მანდარინებისათვის ძველი სახელწოდება „იაპონური მანდარინი“ აღარ გამოიყენება. ამის საფუძველია იაპონიაში „Unshiu“ მანდარინებზე ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ Unshiu“ მანდარინის მემკვიდრულმა თვისებებისა და საქართველოს აგროკლიმატური ფაქტორების ხანგრძლივმა ზეგავლენამ მანდარინის თავისებური ადგილობრივი ფორმები შექმნა.

საქართველოში ხეხილის მოვლის ტრადიცია თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მანდარინის ნარგავების ფართობების გავრცელებაში, არამედ, მისი ხარისხის გაუმჯობესებაში.

სწორედ მაღალი ხარისხი გამოარჩევს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ პროდუქციას სხვებისგან. გეოგრაფიული აღნიშვნების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა მათი რეპუტაციაა, რომელიც ღირებული არაქონებრივი სიკეთეა და მათი დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. შეფუთვაზე დატანილი ნიშანი, რომ პროდუქტი დაცულია გეოგრაფიულ აღნიშვნად მას უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლისათვის, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვებს და სარგებელს მოუტანს მწარმოებლებს“, – ნათქვამია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved