პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
მორჩით მასხარაობას, ოლიგარქის კარზე ღარიბაშვილის და მისი შვილის ფრენის სკანდალზე ცოტა იფიქრეს თუ ბევრი, ქოცებისთვის დამახასიათებელი ხმის მიცემის სანაცვლოდ 5 კგ. კარტოფილის დარიგების მაგვარი სქემა მოიფიქრეს, ოღონდ მონები თავისუფლების ხარისხს ვერ აფასებენ და უნებლიე სიკეთე გამოუვიდათ 
GENZ-ის ვერ დატროლავთო, გითხრეს სტუდენტებმა ანუ ვერ მოისყიდით და აუდიტორიებში ამ ბავშვებს ვერ გამოამწყვდევთ
არ დაგემორჩილებიან, იმიტომ რომ მათი არჩევანი უპირობო თავისუფლებაა 




ცხადია, ფინანსური პრობლემების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა ძალიან მაგარი ამბავია 

თუმცა, ღარიბაშვილის ანუ ოლიგარქის “გულმოწყალეობა” მხოლოდ გააქტიურებული სტუდენტების მოსყიდვა-გაჩუმების უბადრუკი მცდელობაა. ამ ქვეყნის სტუდენტების უდიდესმა ნაწილმა აჩვენა, რომ მათთვის რუსეთი თავისი კანონებით, ცხადია – ჩინეთიც, სულ ფეხებზე ჰკიდიათ და მათი თვითმიზანი ევროკავშირია 










სწორედ დასავლეთში ინტეგრაციის სურვილმა, საქართველოს უპირობო სიყვარულმა და თავისუფლების დაუოკებელმა ლტოლვამ სულ რამდენიმე წუთში შეკრიბა ჩვენი საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდები. ასე, რომ აგონიაში მყოფო ქოცებო, ამ მუხტს ბავშვებს “გულმოწყალეობით” ვერ ჩაუკლავთ, თქვენ ამ “ადუღებულ” ეკონომიკურ პირობებში ქულებს ვერ დაიწერთ, რადგან უბრალოდ თქვენი ვალდებულება შეასრულეთ – ჩვენი გადახდილი გადასახადები მიზნობრივად ხმარდება ჩვენს ახალგაზრდებს, თუ რა თქმა უნდა, სტუდენტებიც from Tariel with love (სიყვარულით ტარიელისგან – ირაკლის მამა) არ ფინანსდებიან 

P.S. სოლიდარობა სტუდენტებს 





ბავშვებო, სტუდენტური სტატუსი ჩვენ, გადასახადის გადამხდელმა მოქალაქეებმა აღგიდგინეთ, არავისთან იგრძნოთ თავი დავალებულად, არც ოლიგარქის ფულია ეგ და არც პენსიონერ ტარიელ “მდიდარიშვილის”
გაუმარჯოს თავისუფლებას, 



დიდება საქართველოს 
“







კომენტარები